„გორმედის“ სამედიცინო ცენტრს ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულება დაემატა

„გორმედის“ სამედიცინო ცენტრს ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულება დაემატა. „გორმედის“ ცნობით, კლინიკის მაღალკვალიფიციურ გუნდს ონკო-ჰემატოლოგი, ტრანსფუზიოლოგი დავით ზოდელავა შეუერთდა.

„გორმედის“ სამედიცინო ცენტრში, ამიერიდან, შესაძლებელი იქნება ონკო-ჰემატოლოგთან კონსულტაცია, სისხლის ღრმა ლაბორატორიული კვლევები და პაციენტის სრულყოფილი დიაგნოსტირებისთვის საჭირო ყველა მანიპულაციის ჩატარება.

,,მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლოს ყველა სამედიცინო სერვისის მიღება. ამიტომ, ,,გორმედის“ სამედიცინო ცენტრი მუდმივად ახალი სერვისების დანერგვასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

შიდა ქართლის რეგიონში, ამ დრომდე, ონკო-ჰემატოლოგიური სერვისი ხელმისაწვდომი არ იყო. პაციენტებს ამ მიმართულებით მომსახურების მიღება თბილისში უწევდათ.

დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვყავს მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და ადგილობრივ მოსახლეობას ვთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დადგენილი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდებს.

დავით ზოდელავას ,,მამია ზოდელავას ჰემატოლოგიურ ცენტრში“, ,,გერმანულ ჰოსპიტალსა“ და ,,ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ასევე, გახლავთ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ,,დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამაზე“ მიწვეული ლექტორი.

პაციენტებს, რომელთაც გამოუვლინდებათ მძიმე ჰემატოლოგიური დარღვევები, კონსულტაციას გაუწევს მოწვეული სპეციალისტი ,,ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის“ ონკოჰემატოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ნინო შარაშენიძე.

პაციენტებს შევახსენებთ, რომ ჰემატოლოგიური კვლევები აუცილებელია ისეთი პათოლოგიების დიაგნოსტირებისთვის, როგორიცაა ანემია, ლეიკოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, სისხლის შედედების დარღვევები, ასევე გაურკვეველი გენეზის ლიმფური კვანძების გადიდება“, - განაცხადა ,,გორმედის“ სამედიცინო ცენტრის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა გია მღებრიშვილმა.

,,გორმედის“ სამედიცინო ცენტრში ონკო-ჰემატოლოგთან კონსულტაცია შესაძლებელია კვირის სამუშაო დღეებში, ხუთშაბათის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე“,- აღნიშნულია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო