პარლამენტმა სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებთან დაკავშირებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებთან დაკავშირებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტი, პირველი მოსმენით - 80 ხმით, ერთხმად მიიღეს.

ცვლილებების თანახმად, როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ენიჭება უფლებამოსილება საკუთარი ინიციატივით ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რაც მის საქმიანობას უკავშირდება და მას მნიშვნელოვნად მიაჩნია.

კანონის პროექტებით, ორივე სამსახურის ხელმძღვანელების არჩევის დროს, სახალხო დამცველს ენიჭება უფლებამოსილება საკონკურსო კომისიაში მის მიერ დასანიშნი წევრი კონკურსის გარეშე შეარჩიოს.

საკონკურსო კომისია ორივე სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატებს გაზრდილი კვორუმით - კერძოდ, სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით შეარჩევს, ნაცვლად დამსწრეთა ხმათა უმრავლესობისა. გარდა ამისა, ორივე სამსახურისთვის იზრდება საკონკურსო კომისიის მიერ სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები - 11 კვირიდან 14 კვირამდე.

ცვლილებებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსების მიმართ “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ გათვალისწინებული ღონისძიებების დასაწყებად საჭირო იქნება, რომ პარლამენტმა თანხმობა სრული შემადგენლობის უმრავლესობით - 76 ხმით გასცეს, ნაცვლად 50 ხმისა.

პროექტით იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა. კერძოდ, განისაზღვრება, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური “სისხლის სამართლის კოდექსის“ რიგი მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს იმ შემთხვევაშიც გამოიძიებს, თუ ის პროკურორის მიერ არის ჩადენილი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა