მამუკა მდინარაძე - სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ძებნილი, კრიმინალი, სააკაშვილის ინსტრუმენტი ადეიშვილი, რომელიც წამებაში, ბიზნესის რეკეტში და მსგავს საკითხებში იყო ჩართული, გერმანიის ბუნდესტაგში აღმოჩნდა

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ძებნილი, კრიმინალი, სააკაშვილის ინსტრუმენტი ადეიშვილი, რომელიც წამებაში, ბიზნესის რეკეტში და მსგავს საკითხებში იყო ჩართული თავიდან ბოლომდე, გერმანიის ბუნდესტაგში აღმოჩნდა, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გერმანია არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა და ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი.

„გერმანია არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა და საქართველოს ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ძებნილი, კრიმინალი, სააკაშვილის ინსტრუმენტი ადეიშვილი, რომელიც წამებაში, ბიზნესის რეკეტში და მსგავს საკითხებში იყო ჩართული თავიდან ბოლომდე გერმანიის ბუნდესტაგში აღმოჩნდა, და ჩვენ ვნახეთ კადრები, რომელიც ძალიან სამწუხაროა. რადგან ვინაიდან ეს ადამიანი არის სიმბოლო მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმ ყველა უბედურებისა, რომელიც 2012 წლამდე ამ ქვეყანაში ხდებოდა, ბუნდესტაგში არის საპატიო ლოჟაში. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მივცეთ ჩვენს გერმანელ პარტნიორებს, რომ ქართულ საზოგადოებაში ასეთი ფაქტები არ გახდეს ევროპის წინააღმდეგ გარკვეული აღქმების ჩამოყალიბების. იმიტომ, რომ როდესაც ცდილობენ მოდერნიზაციის სიმბოლოდ შემოგვთავაზონ ადეიშვილი, ახალაია და მიხეილ სააკაშვილი, ამაზე დამანგრეველი საქართველოს მოქალაქის აღქმაში არაფერი შეიძლება იყოს ევროპის წინააღმდეგ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება