გიგა ბოკერია - მნიშვნელოვანია, კონტაქტები არსებობდეს და საქართველო დისკუსიაში ფიგურირებდეს - თუ არ გვეყოლება ხელისუფლება, რომელსაც სურს ამ დისკუსიის გამოყენება ნატო-ში გაწევრიანებისთვის, საქმე წინ ვერ წავა

ჩვენი მომავლისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონტაქტები არსებობდეს და საქართველო დისკუსიაში ფიგურირებდეს, თუმცა თუ არ გვეყოლება ხელისუფლება, რომელსაც სურს ამ დისკუსიის გამოყენება ჩვენი ეროვნული ინტერესების წინ წაწევისთვის, კერძოდ, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების მიმართულებით, საქმე წინ ვერ წავა,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ „რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის” თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში მსგავსი დისკუსიების გამართვა მნიშვნელოვანია.

„ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის დისკუსიები იმართებოდეს ქვეყანაში და მასში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომელთან საკუთარ ქვეყნებში, დასავლურ სამყაროში აქვთ შეხება შესაბამის დისკუსიასთან იმ პოლიტიკურ სპექტრში. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ დღეს, საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესში არ მონაწილეობს, ან როცა მონაწილეობს, აქვს ის დამოკიდებულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი მგონია, რომ ეს კონტაქტები და დისკუსია მიმდინარეობდეს იმ პირობებშიც კი, როდესაც არ გვყავს, რბილად რომ ვთქვათ, რელევანტური ხელისუფლება. ჩვენი მომავლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს კონტაქტები არსებობდეს და საქართველო ამ დისკუსიაში ფიგურირებდეს. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ თუ არ გვეყოლება ხელისუფლება, რომელსაც სურს ამ დისკუსიის გამოყენება ჩვენი ეროვნული ინტერესების წინ წაწევისთვის, კერძოდ, უსაფრთხოების სფეროში, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების საქმეში, ამ ცვლილების გარეშე საქმე წინ ვერ წავა”,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება იმას, რომ კონფერენციაზე განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოში 2024 წლის არჩევნებია, ბოკერია ამბობს, რომ ისტორიული მომენტია, როდესაც არჩევნების შედეგის ფასი კიდევ უფრო მაღალია და „საზოგადოების პასუხისმგებლობაა, რომ საქართველოს ის ხელისუფლება ჰყავდეს, რომელიც ეროვნულ ინტერესებს უპასუხებს”.

„არჩევნებს ზოგადად ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ზოგჯერ ისტორიული მომენტი ისეთია, რომ არჩევნების შედეგის ფასი კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე სხვა დროს.

ჩვენი ქვეყანა და არამარტო, დღეს დიდი ალბათობით, ამ ისტორიულ მომენტშია, როდესაც მოხდება, რაღაც თვალსაზრისით, გაფართოება თავისუფალი სივრცის, არ ვიცით სადამდე და რა ფორმით. თუ ჩვენ არ ვიყავით შესაბამის ფორმაში, როგორც ქვეყანა, მოგვივა იგივე, რაც 90-იან წლებში მოხდა, როდესაც ლიტვა, ლატვია, ესტონეთისგან განსხვავებით, ჩვენ და მაშინ უკრაინაც, არ ვიყავით ფორმაში, არ გვყავდა ხელისუფლება, რომელსაც არ ჰქონდა ამოცანა და უნარი ამ ეროვნული საკითხების გადაჭრის. ამიტომ აღმოვჩნდით დაუცველ ზონაში ჩვენი მტრისგან. საზოგადოების, ჩვენი, ყველას პასუხისმგებლობაა, რომ ის ხელისუფლება გვყავდეს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს უპასუხებს - პრობლემა ამაშია”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს