საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ITB Berlin 2024-ზე ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ITB Berlin 2024 მონაწილეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე შეხვედრებს მართავს წამყვანი ევროპული კომპანიების წარმომადგენლებთან, საქართველოს ტურისტული ცნობადობის გაზრდისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით.

ინფორმაციის თანახმად, ITB Berlin-ის გამოფენას გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ესწრება.

„მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 39 სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა წარმოდგენილი.

საერთაშორისო გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, იმერეთის, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები მონაწილეობენ.

გამოფენის სტუმრები საქართველოს სტენდთან ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. მიმდინარეობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეო რგოლების ჩვენება.

ITB Berlin 2024-ის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან ურთიერთობები დაამყარონ და ახალი ბიზნეს პარტნიორები აღმოაჩინონ.

ITB Berlin 2024-ზე 132 ქვეყნიდან 1300-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს, გამოფენაზე წარმოდგენილი 1250-ზე მეტი გაყიდვების კომპანია.

„უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ ამ სლოგანით 2023 წელს, საქართველო, ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგა. საქართველოს სტენდი გამოფენის მთავარი სტენდი იყო, სადაც ათასობით სტუმარი საქართველოს ტურისტულ მიმართულებასა და კულტურას გაეცნო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს