გიგა ბოკერია - მუდმივი სპეკულაციაა, ვინ ვისთან შეიძლება, ან არ შეიძლება დაჯგუფდეს - რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვისთან დაჯგუფდება, თუ სერიოზული მხარდაჭერა არ გაქვს? - მხარდაჭერის გარეშე ცვლილება ვერ მოხდება

მუდმივი სპეკულაციაა, ვინ ვისთან შეიძლება, ან არ შეიძლება დაჯგუფდეს - რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვისთან დაჯგუფდება, თუ სერიოზული მხარდაჭერა არ გაქვს? მხარდაჭერის გარეშე ცვლილება ვერ მოხდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების დაჯგუფების თაობაზე სპეკულაცია საზიანოა.

„საზიანოდ მიმაჩნია ის, რაც უკვე რამდენიმე წელია ხდება - მუდმივი სპეკულაციაა, ვინ ვისთან შეიძლება ან არ შეიძლება დაჯგუფდეს, ნაცვლად იმისა, რომ ცვლილებების შინაარსზე იყოს საუბარი. არ მიყვარს ამაზე სპეკულაცია. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვისთან დაჯგუფდება, თუ სერიოზული მხარდაჭერა არ გაქვს? ჩვენი ამოცანა ამ მხარდაჭერის მოპოვებაა მოქალაქეებისგან, რომლის გარეშე ცვლილება ვერ მოხდება. მხარდაჭერა იზრდება არა დაჯგუფებით, არამედ იმ მოქალაქეების რაოდენობის ზრდით, ვისაც შენი ნდობა აქვს”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ყველა ოპოზიციური პარტიის ამოცანა უნდა იყოს, რომ მოტივირებული მოქალაქეები შემოიკრიბონ, რათა პოლიტიკური პროცესების მიმართ ნდობა აღდგეს.

„ყველას ამოცანა უნდა იყოს, რომ თავიანთ გარშემო შემოიკრიბოს მოტივირებული მოქალაქეები, რომლებიც იქნებიან მზად პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის და იმისთვის, რომ აღადგინონ ნდობა პოლიტიკური პროცესის მიმართ, რომელიც დაკარგულია ოლიგარქიული მმართველობის გამო - არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციაში არსებული პრობლემების გამო. „ევროპული საქართველოს” ამოცანაც ესაა - ნდობით აღვსილი მოტივირებული მოქალაქეების რაოდენობის გაზრდა, რომელსაც ექნება მსგავსი პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს იმ ცვლილებების შინაარსზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და არა უბრალოდ ხელისუფლების საწინააღმდეგო განწყობაზე, რაც საკმარისი არაა იმისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილება მოხდეს”,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო