საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეულის ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, სტუ-ის ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეულის ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით, კონკურსი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ.

საკონკურსო პირობები უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ბრძანების შესაბამისად განისაზღვრა.

„კონკურსი ღია და ანონიმურია. კონკურსანტებმა საკონკურსო მასალები 2024 წლის 20 მარტის ჩათვლით, 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცელარიაში, მისამართზე: თბილისი, მერაბ კოსტავას 77, სტუ-ის ადმინისტრაციული შენობა, 1-ლი სართული.

რექტორის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო ჟიური გამოავლენს ერთ გამარჯვებულ პროექტს, რომლის ავტორს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯილდოს სახით, 2 000 (ორი ათასი) ლარი გადაეცემა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა საკონკურსო წინადადება უნდა წარადგინონ მსუბუქი მასალისგან დამზადებულ A2 ვერტიკალურ პლანშეტზე ნაბეჭდი პროექტის სახით, ასევე, ელექტრონულ ვერსიაში (CD/DVD).

საკონკურსო წინადადებას აუცილებლად უნდა ახლდეს ამობეჭდილი განმარტებითი ბარათი (A4 ზომის ფორმატი, N 12 შრიფტი), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს და მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ესკიზის კონცეფცია, ასევე, მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვა, მასალაში შესრულების შემთხვევაში.

კონკურსანტების მიერ წარდგენილ თითოეულ საკონკურსო მასალას, პროექტის იდენტიფიცირებისა და ავტორთა ანონიმურობის დაცვის მიზნით, სარეგისტრაციო კოდი მიენიჭება. შესაბამისად, საკონკურსო პროექტების ავტორის ან ავტორთა ჯგუფის ვინაობა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დალუქული კონვერტების გახსნისას გახდება ცნობილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკონკურსო ჟიური 2024 წლის 21 მარტის ჩათვლით იმუშავებს. კონკურსის შედეგები მიმდინარე წლის 22 მარტს, 14:00 საათზე გამოცხადდება.

საკონკურსო პროექტების გამოფენა გაიხსნება 2024 წლის 22 მარტს, 10:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მე-3 სართულის ფოიეში.

საკონკურსო პირობების გაცნობა შესაძლებელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.gtu.ge და უნივერსიტეტის facebook-ის გვერდზე: https://www.facebook.com/gtu.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება