ეკონომიკის სამინისტრო - სატვირთო ავტომობილების მფლობელებისა და მძღოლების მოთხოვნებს შევისწავლით და მათ დარეგულირებაზე ვიმუშავებთ

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სატვირთო ავტომობილების მფლობელებსა და მძღოლებს შეხვდა, რომლებმაც დღეს, ქვეყნებს შორის სახმელეთო ტრანსპორტის გადაადგილების ნებართვათა გაცემასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქცია გამართეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლევან დავითაშვილმა მძღოლების მოთხოვნები დეტალურად მოისმინა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სამინისტროს შესაბამისი სამსახურები დღესვე დაიწყებენ მძღოლების მიერ წარმოდგენილი საკითხების მოკვლევას და შესწავლას, რათა პრობლემები უმოკლეს დროში იდენტიფიცირდეს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ.

„სექტორის წარმომადგენლებთან გაიცვალა ინფორმაცია დარგში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ, მათი ძირითადი გულისტკივილი ეხება სანებართვო სისტემას, რომელიც დღეს მოქმედებს - აქ არის ნებართვების ზღვრული რაოდენობა და ჩვენი მიდგომაა, რომ წლის განმავლობაში ის თანაბრად გადანაწილდეს სექტორის წარმომდგენლებზე. შევთანხმდით, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ ამ საკითხის დარეგულირებისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ქვეყნებს შორის სახმელეთო ტრანსპორტის გადაადგილების ნებართვების რაოდენობა საქართველოს შეზღუდული რაოდენობით აქვს.

„მათი გაცემა ხორციელდება ეტაპობრივად ქართველი გადამზიდავების ინტერესებისა და მათთვის რაციონალურად განაწილების პრინციპის დაცვით - განცხადებების მიღება ხორციელდება წინასწარი სატელეფონო რეგისტრაციის გზით. სააგენტოს მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული ნებართვების არამართლზომიერი გამოყენება წარმოადგენს საერთაშორისო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დარღვევას, რისთვისაც გათვალისწინებულია კანონით განსაზღვრული სანქციები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება