სომხეთი ერევნის საერთაშორისო აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანას ითხოვს

ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ სომეხი მესაზღვრეები უნდა იყვნენ და არა რუსები. ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

კერძოდ, კითხვაზე პასუხისას, განიხილება თუ არა ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანა, გრიგორიანმა განაცხადა, რომ აღნიშნულ აეროპორტში მხოლოდ სომეხი მესაზღვრეები უნდა იყვნენ.

“სომხეთს მკაფიო პოზიცია აქვს და რუსეთის ფედერაციას ოფიციალურ წერილში ამ პოზიციის შესახებ შეატყობინა.

სომხეთის პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტის მომსახურებას მხოლოდ სომეხი მესაზღვრეები უნდა ახორციელებდნენ”, - განაცხადა გრიგორიანმა.

კითხვაზე, თუ საიდან გაჩნდა აღნიშნული ზომების საჭიროება, გრიგორიანმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის პერიოდში სომხეთი ძალას იკრებდა სხვადასხვა მიმართულებით და ამ მომენტში სომხეთს აეროპორტზე სრული კონტროლისთვის პოტენციალი გააჩნია.

ცნობისთვის, აქამდე სომხეთის პარლამენტის (ეროვნული კრების) თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ სწორი იქნებოდა თუ რუსი მესაზღვრეები ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტს დატოვებდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი