ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები ან ჭკუიდან შეიშალნენ ან საერთოდ არ აკონტროლებენ, რას აკეთებს მათი ტერორისტული არმია

რუსები ან ჭკუიდან შეიშალნენ ან საერთოდ არ აკონტროლებენ, რას აკეთებს მათი ტერორისტული არმია. ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმაზე იმ მომეტში, როდესაც ის ქალაქში იმყოფებოდა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან შესახვედრად.

“დავინახეთ დღეს ეს დარტყმა. ხედავთ, ვისთან გვაქვს საქმე. მათთვის სულ ერთია სად დაარტყან. კონკრეტულად ყველა დეტალი ჯერ არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ არის მსხვერპლი, არიან დაღუპულები, არიან დაჭრილები…

მათთვის [რუსეთისთვის] სულ ერთია - სამხედროები არიან, თუ სამოქალაქოები, ვინც არ უნდა იყოს. საერთაშორსო სტუმრებიც არიან დღეს [ოდესაში]. ამ ხალხისთვის სულ ერთია. ისინი ან ჭკუიდან შეიშალნენ, ან არ აკონტროლებენ საერთოდ რას აკეთბს მათი ტერორისტული არმია. აი ამას ვხედავათ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანას საჰაერო დაცვის სისტემბი სჭირდება.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ აფეთქება მათგან ახლოს მოხდა.

“პრეზიდენტი ზელენსკი და მისი შტაბი გვაჩვენებდა და გვიხსნიდა პორტის მნიშვნელობას და იმას, თუ რა კეთდება უკრაინული საზღვაო გზის აღსადგენად და გასაძლიერებლად და რა ზიანი მიიღო მან თავდასხმების დროს. უკვე სულ ბოლოს სირენების ხმა და აფეთქებები გავიგეთ, რომლებიც ჩვენგან ძალიან ახლოს იყო. დაცულ ადგილში გასვლა ვერ მოვასწარით, ეს ძალიან ამაღელვებელი გამოცდილება იყო”, - განაცხადა მიცოტაკისმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება