გარდაბნის მერიაში 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პრეზენტაციას გარდაბნის მერი დავით კარგარეთელი, მოადგილეები რამაზ ბუდაღაშვილი, ლევან ხმალაძე, ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები სამირ ხიალოვი, ვუგარ მამედოვი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დავით კარგარეთელის განცხადებით, გარდაბნის მერია 24 სოციალურ პროგრამას ახორციელებს.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი მიმართულია ჩვენი მოსახლეობის სოციალური საჭიროებების უზრუნველყოფისაკენ. ვახორციელებთ 24 მუნიციპალურ პროგრამას, რომლებიც გარდაბანში რეგისტრირებული შშმ, სოციალურად დაუცველი პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, ახალშობილების, უსახლკაროთა და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციართათვის სამედიცინო სერვისების მიწოდებასა და ფულად დახმარებას ითვალისწინებს“, - განაცხადა დავით კარგარეთელმა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური მერიის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების მუნიციპალური პროგრამების მართვას და მათ განხორციელებაზე კონტროლს.

„გასულ წელს, სამსახურმა ბავშვზე მორგებული სოციალური პროგრამების შემუშავების მიზნით, ჩაატარა საჭიროებათა კვლევა, რომლის საფუძველზე მუნიციპალიტეტში მოქმედ სოციალურ პროგრამებს დაემატა ახალი კატეგორია- „ბავშვთა ადრეული და თერაპიული ინტერვენცია", რომელიც გულისხმობს სკოლამდელი და ზოგად საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაციის და სოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე 18 წლამდე ბენეფიციართა განვითარების სტიმულირებას, ფიზიკური და ინტელექტუალური ფუნქციური პოტენციალის ამაღლებას, ზოგადი ჯანმრთელობის, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და ინკლუზიური განვითარების პროცესის მხარდაჭერას.

გარდა ამისა, ცვლილებები განხორციელდა ზოგიერთი პროგრამის მოსარგებლეებში, კერძოდ, წელს პირველად ფინანსური ხელშეწყობა გაეწევათ წარჩინებულ მაგისტრანტებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებს. ასევე, მატერიალური დახმარების პროგრამით ისარგებლებენ დიაბეტით და ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვები.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობისთვის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული მუნიციპალური პროგრამების პრეზენტაცია ეტაპობრივად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართება“, - ნათქვამია გარდაბნის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს