შარლ მიშელი - ოდესაზე დარტყმა უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერის ვიზიტის დროს რუსეთის ლაჩრული ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია - ეს კრემლის სტანდარტებითაც კი მდაბიო საქციელია

ოდესაზე უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ, კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტის დროს დარტყმა რუსეთის ლაჩრული ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“ოდესაზე დარტყმა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ მიცოტაკისის ვიზიტის დროს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში რუსეთის ლაჩრული ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია.

ეს გასაკიცხია და კრემლის სტანდარტებითაც კი მდაბიო საქციელია.

უკრაინისა და მისი მამაცი ხალხისადმი ევროკავშირის სრული მხარდაჭერა არ შეირყევა”, - წერს მიშელი.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ოდესა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს დაბომბა. გამოცემის ინფორმაციით, რუსი სამხედროების სამიზნეს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟი წარმოადგენდა. აფეთქება მოხდა მაშინ, როდესაც ის საბერძნეთის დელეგაციისგან 150 მეტრის მოშირებით იმყოფებოდა. საბერძნეთის დელეგაციიდან არავინ დაშავებულა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება