ჯონ კირბი - აშშ შეეცდება დამატებით ვარიანტების ძებნას უკრაინის დასახმარებლად

შეერთებული შტატები შეეცდება დამატებით ვარიანტების ძებნას უკრაინის დასახმარებლად ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით,- ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

"გავაგრძელებთ კონგრესთან მუშაობას ამ დამატებითი დაფინანსების უზრუნველსაყოფად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ჩვენ ასევე ვმუშაობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შესაძლო წვლილის შესახებ. ეს არ ნიშნავს რომ ისინი არ აკეთებენ ამას - აკეთებენ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ვნახოთ, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეძებთ ჩვენს საკუთარ სისტემაში, ჩვენს მთავრობასა და მთელ ადმინისტრაციაში, რათა დავინახოთ, არის თუ არა რაიმე სხვა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია უკრაინის მხარდასაჭერად“, - განმარტა კირბიმ.

ამასთან, კითხვაზე, აქვს თუ არა ბაიდენის ადმინისტრაციას გეგმა B, კირბიმ უპასუხა, რომ ისინი ყოველთვის ეძებენ ყველა შესაძლებლობას, რისი გამოყენებაც შეუძლიათ.

ცნობისთვის, დამატებითი დაფინანსების შესახებ კანონპროექტის დამტკიცების ერთთვიანი დაგვიანების ფონზე, რომელიც ასევე მოიცავს უკრაინის დახმარებას, შეერთებული შტატები იძულებულია რთულ გადაწყვეტილებებს მიმართოს. გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახლა მსჯელობს, შეუძლიათ თუ არა დაახლოებით 200 მილიონი დოლარის მოზიდვა აშშ-ის არმიის დაფინანსებიდან უკრაინას გადაუდებელი დახმარების უზრუნველსაყოფად.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს