გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებას კატეგორიულად არ ურჩევს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაამკაცრა და საკუთარ მოქალაქეებს „კატეგორიულად“ არ ურჩევს რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებას.

უწყებაში განმარტავენ, რომ ცვლილება განხორციელდა "სიტუაციის მუდმივი გაუარესებისა" და "თვითნებური დაპატიმრებების რაოდენობის ზრდის გამო".

ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განახლებულ რეკომენდაციებში ხაზგასმულია, რომ არსებობს თვითნებური დაპატიმრების რისკი როგორც გერმანიის მოქალაქეებისთვის, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისთვის.

„ორმაგი მოქალაქეობის მქონე გერმანიისა და რუსეთის მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რუსეთის ხელისუფლება მათ ექსკლუზიურად რუსეთის მოქალაქეებად განიხილავს. ეს ასევე ეხება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესაძლო გაწვევის შემთხვევებს. საელჩო ვერ უზრუნველყოფს მათ საკონსულო დაცვას“, - აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გარდა ამისა, უწყების განმარტებით, რუსეთში პოტენციურ აქციებსა და დემონსტრაციებს თან ახლავს უსაფრთხოების ძალების მხრიდან ძალადობა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება