ზურაბ ბატიაშვილი - რეგიონში მიმდინარე ომი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არ არსებობს შენი და სხვისი პრობლემა - საქართველო უნდა იყოს მეტად დემოკრატიული და მეტად პროდასავლური, რათა მოკავშირეებს ჰქონდეთ დაცვის მოტივაცია

რეგიონში მიმდინარე ომი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არ არსებობს შენი და სხვისი პრობლემა, ყველა პრობლემა ერთმანეთთანაა დაკავშირებული და მათ შორისაა საქართველოს გამოწვევები - საქართველო უნდა იყოს უფრო მეტად დემოკრატიული და მეტად პროდასავლური, რათა მოკავშირეებს ჰქონდეთ დაცვის მოტივაცია, - ამის შესახებ აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილმა „რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის“ ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც რეგიონში მიმდინარე პროცესებზეა მსჯელობა, საქართველო კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვერ იქნება.

„ჩვენც შავი ზღვის რეგიონის ნაწილი ვართ, სადაც მიმდინარეობს ომი, რომელსაც ამდენი სიცოცხლე შეეწირა და რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არ არსებობს შენი და სხვისი პრობლემა. ყველა პრობლემა ერთმანეთთანაა დაკავშირებული. მათ შორისაა საქართველოს გამოწვევები - საქართველო უნდა იყოს უფრო მეტად დემოკრატიული, უფრო მეტად პროდასავლური, რათა მოკავშირეებს ჰქონდეთ დაცვის მოტივაცია. საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირშიც, ნატოშიც. ამ საკითხებზეა მსჯელობა“,- განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

კითხვაზე, აკეთებს თუ არა საქართველო მაქსიმუმს, რათა ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებული შესაძლებლობა გამოიყენოს, ბატიაშვილი ამბობს, რომ „სამწუხაროდ, ვერ ვაკეთებთ“.

„ევროკავშირს შესაბამისი მოთხოვნები აქვს ხოლმე პუნქტების სახით, რაც უნდა შესრულდეს, და რაც, სამწუხაროდ, არ შესრულდა. ჩვენ ვნახეთ უამრავი შეუსრულებელი პუნქტი. ის გადაწყვეტილება, რაც ევროკავშირმა მიიღო, მხედველობაში მაქვს წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭება, ერთგვარი წინსწრებად მოცემულია, გამოცხადებული ნდობაა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაიმსახურა იმის გამო, რომ თუნდაც ერთი წლის წინ გამოსვლების დროს ქართველმა ხალხმა უარი თქვა საბჭოთა წარსულში დაბრუნებაზე. ვგულისხმობ „რუსულ კანონზე“ უარის თქმას. ეს ყველაფერი [კანდიდატის სტატუსი] ავანსადაა მოცემული და საერთო ჯამში რეფორმები უნდა გავატაროთ. დასავლეთი ფასეულობების გარშემო შეკრებილი ცივილიზაციაა და მისი ნაწილი ვართ. უნდა დავამტკიცოთ, რომ ვართ“,- განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ წელს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ე.წ. რუსული კანონის ინიცირებას საზოგადოების მხრიდან საპროტესტო აქციები მოჰყვა, ბატიაშვილის შეფასებით, „რუსული კანონის“ შემოტანის მცდელობა ისტორიის მსვლელობის შემოტრიალების მცდელობა იყო და „კარგია, რომ არ გამოვიდა“.

„რუსული კანონის“ შემოტანის მცდელობა რეალურად იყო საბჭოთა კავშირში მიბრუნების მცდელობა, ისტორიის მსვლელობის შემოტრიალების მცდელობა იყო, რაც კიდევ უფრო მიაბამდა საქართველოს რუსეთს. კარგია, რომ ეს არ გამოვიდა და კარგია, რომ მართალია, შეზღუდულად, მაგრამ მაინც სიტყვის თავისუფლება არსებობს“,- განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

ზურაბ ბატიაშვილი - რეგიონში მიმდინარე ომი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არ არსებობს შენი და სხვისი პრობლემა - საქართველო უნდა იყოს მეტად დემოკრატიული და მეტად პროდასავლური, რათა მოკავშირეებს ჰქონდეთ დაცვის მოტივაცია

რეგიონში მიმდინარე ომი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არ არსებობს შენი და სხვისი პრობლემა, ყველა პრობლემა ერთმანეთთანაა დაკავშირებული და მათ შორისაა საქართველოს გამოწვევები - საქართველო უნდა იყოს უფრო მეტად დემოკრატიული და მეტად პროდასავლური, რათა მოკავშირეებს ჰქონდეთ დაცვის მოტივაცია, - ამის შესახებ აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილმა „რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის“ ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც რეგიონში მიმდინარე პროცესებზეა მსჯელობა, საქართველო კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვერ იქნება.

„ჩვენც შავი ზღვის რეგიონის ნაწილი ვართ, სადაც მიმდინარეობს ომი, რომელსაც ამდენი სიცოცხლე შეეწირა და რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არ არსებობს შენი და სხვისი პრობლემა. ყველა პრობლემა ერთმანეთთანაა დაკავშირებული. მათ შორისაა საქართველოს გამოწვევები - საქართველო უნდა იყოს უფრო მეტად დემოკრატიული, უფრო მეტად პროდასავლური, რათა მოკავშირეებს ჰქონდეთ დაცვის მოტივაცია. საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირშიც, ნატოშიც. ამ საკითხებზეა მსჯელობა“,- განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

კითხვაზე, აკეთებს თუ არა საქართველო მაქსიმუმს, რათა ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებული შესაძლებლობა გამოიყენოს, ბატიაშვილი ამბობს, რომ „სამწუხაროდ, ვერ ვაკეთებთ“.

„ევროკავშირს შესაბამისი მოთხოვნები აქვს ხოლმე პუნქტების სახით, რაც უნდა შესრულდეს, და რაც, სამწუხაროდ, არ შესრულდა. ჩვენ ვნახეთ უამრავი შეუსრულებელი პუნქტი. ის გადაწყვეტილება, რაც ევროკავშირმა მიიღო, მხედველობაში მაქვს წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭება, ერთგვარი წინსწრებად მოცემულია, გამოცხადებული ნდობაა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაიმსახურა იმის გამო, რომ თუნდაც ერთი წლის წინ გამოსვლების დროს ქართველმა ხალხმა უარი თქვა საბჭოთა წარსულში დაბრუნებაზე. ვგულისხმობ „რუსულ კანონზე“ უარის თქმას. ეს ყველაფერი [კანდიდატის სტატუსი] ავანსადაა მოცემული და საერთო ჯამში რეფორმები უნდა გავატაროთ. დასავლეთი ფასეულობების გარშემო შეკრებილი ცივილიზაციაა და მისი ნაწილი ვართ. უნდა დავამტკიცოთ, რომ ვართ“,- განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ წელს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ე.წ. რუსული კანონის ინიცირებას საზოგადოების მხრიდან საპროტესტო აქციები მოჰყვა, ბატიაშვილის შეფასებით, „რუსული კანონის“ შემოტანის მცდელობა ისტორიის მსვლელობის შემოტრიალების მცდელობა იყო და „კარგია, რომ არ გამოვიდა“.

„რუსული კანონის“ შემოტანის მცდელობა რეალურად იყო საბჭოთა კავშირში მიბრუნების მცდელობა, ისტორიის მსვლელობის შემოტრიალების მცდელობა იყო, რაც კიდევ უფრო მიაბამდა საქართველოს რუსეთს. კარგია, რომ ეს არ გამოვიდა და კარგია, რომ მართალია, შეზღუდულად, მაგრამ მაინც სიტყვის თავისუფლება არსებობს“,- განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა