დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენთან დებატებს ითხოვს

ნიკი ჰეილის მიერ საპრეზიდენტო კამპანიის შეჩერების შემდეგ, ტრამპი ბაიდენთან დებატებს ითხოვს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჯო ბაიდენთან ერთად იმსჯელოს იმ საკითხებზე, რომლებიც ამერიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ტრამპის განცხადებას უკვე უპასუხეს ბაიდენის შტაბში.

მათი თქმით, დებატები „შესაფერის დროს“ გაიმართება.

5 მარტს, აშშ-ში ე.წ. სუპერ სამშაბათი გაიმართა, რა დროსაც ერთდროულად 15 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე გაიმართა როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზები, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატი აირჩიეს.

14 შტატში რესპუბლიკური პარტიიდან გამარჯვებული დონალდ ტრამპი გახდა.

ნიკი ჰეილიმ წარმატებას მხოლოდ ერთ შტატში, ვერმონტში მიაღწია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება