ჯაბა სამუშიამ გამომცემლობებთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა, ჯაბა სამუშიამ თსუ-ში წიგნის მაღაზიების დიდი ქსელის შექმნაზე და ამ ქსელში თსუ გამომცემლობის გარდა სხვა გამომცემლობების წიგნების შეტანაზე ღონისძიებაზე ისაუბრა, რომელზეც ხუთ გამომცემლობასთან თანამშრომლების მემორანდუმები გაფორმდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

„საუნივერსიტეტო მაღაზიის ქსელში - „უნივერსიტეტის წიგნი“ გაიყიდება სახელმძღვანელოები, მხატვრული ლიტერატურა და სხვა ჟანრის გამოცემები. ცხადია, ეს გამოცემები დააკმაყოფილებს გარკვეულ აკადემიურ სტანდარტებს. თსუ-ის 25 ათასი სტუდენტი, პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები წიგნებს შეღავათიან ფასად შეიძენენ“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

ინფორმაციის თანახმად, გამომცემლობების „სეზან ფაბლიშინგი“ (მანანა კარტოზია), „ჩემი გამომცემლობა“ (ოლიკო ცისკარიშვილი), „მერიდიანი“ ( გიორგი გიგინეიშვილი), „კარპე დიემი“ (ალექსანდრე ალადაშვილი), „არეტე“ (გიორგი დარსალია) წარმომადგენლებთან საუბრისას რექტორმა აღნიშნა, რომ თსუ-ში იგეგმება აკადემიური წიგნის ფესტივალის, წიგნების გამოფენა-გაყიდვების ორგანიზება, რაც, ერთი მხრივ, ახალგაზრდა თაობის წიგნიერებას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ, პოპულარიზაციას გაუწევს ახალ გამოცემებს.

ამასთან, მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ახალი წიგნებით გამდიდრება. თანამშრომლობის ფარგლებში გამომცემლობები ვალდებულებას იღებენ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ გადმოსცენ ახალი გამოცემების თითო ეგზემპლარი. უნივერსიტეტი დახმარებას გაუწევს გამომცემლობებს ახალი გამოცემების პრეზენტაციებსა და სპეციალური საუნივერსიტეტო ფასდაკლებებით გამოფენა-გაყიდვის ორგანიზებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს