ფოთის მერია, წელს პირველად, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიას ორი მიმართულებით გასცემს

ფოთის მერიის ინფორმაციით, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო.

მათივე ცნობით, წელს პირველად, ​განაცხადები მიიღება და სტიპენდია 2 მიმართულებით გაიცემა.

„უკვე ტრადიციულად, ყველა ფოთელი სტუდენტისთვის, რომელიც სწავლობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის პროგრამებზე - 30 სტუდენტი გახდება სტიპენდიატი.

​დ​ა სიახლე - ​სტიპენდია გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ​ი, ავტორიზებულ​ი უმაღლეს​ი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი საფეხურის პროგრამების 5 სტუდენტისათვის.

თუ ხარ სტუდენტი და გაქვს 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრის წარმატებული შედეგები​ - ჩაერთე კონკურსში და მოიპოვე დაფინანსება!

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ფოთელი სტუდენტების ფინანსური წახალისება.

კონკურსში მონაწილეობისთვის 6 მარტიდან - 2 აპრილის 18:00 საათის ჩათვლით გამოგზავნეთ განაცხადი მითითებულ ელ.ფოსტაზე: scholarship@poti.gov.ge ან დოკუმენტაცია წარმოადგინეთ მატერიალური სახით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში (მისამართი: აღმაშენებლის ქუჩა N12)

დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://tinyurl.com/4td8fndk“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება