საკრებულოში თბილისის რამდენიმე ქუჩისთვის გამოჩენილი ქართველი ქალების სახელების მინიჭების საკითხი განიხილეს

თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა.

საკრებულოს ინფორმაციით, კომისიის წევრებმა დედაქალაქში არსებული უსახელო ქუჩებისთვის, შესახვევებსა და სკვერისთვის იმ დამსახურებული მოღვაწე ქალების სახელების მინიჭების თაობაზე იმსჯელეს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრებისა და კულტურის განვითარებაში.

მათ შორის, კომისიის წევრებმა ჩუღურეთის რაიონში მდებარე ხევისთვის საქართველოს სახალხო არტისტის თამარ სხირტლაძის სახელის მინიჭებას დაუჭირეს მხარი.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ლილი თაკვარელიას სახელი ნაძალადევის რაიონში მდებარე ვლადიმერ კოკინაკის ქუჩის მონაკვეთს, მასთან არსებულ ორ ჩიხსა და ჯავის II შესახვევის მონაკვეთს მიენიჭება, ხოლო გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის თეატრთან მდებარე უსახელო სკვერს, მსახიობის, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლის თამარ წულუკიძის სახელი დაერქმევა.

აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი ცოლ-ქმრის - მერი პაკელიანის და ალექსანდრე გამსახურდიას სახელები ნაძალადევის რაიონში მდებარე ვლადიმერ კოკინაკის ქუჩის ორ მონაკვეთს დაერქმევა, ხოლო ჩუღურეთის რაიონში, ერთ-ერთ შესახვევს და ვეძათხევის შესახვევის მონაკვეთს კი, მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის დუდუხანა წეროძის სახელი მიენიჭება.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი