ირაკლი ჩიქოვანი დასავლეთის სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ ვითარებას ეცნობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ქუთაისის სამედიცინო ცენტრი, ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადა და კოპიტნარში საჰაერო თავდაცვის ბაზა მოინახულა.

ირაკლი ჩიქოვანი ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის სამუშაო პროცესს და ახალ სამედიცინო აპარატურას გაეცნო, რომელიც ქუთაისის ჰოსპიტალს შეემატა. ახალი თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი, გორის სამხედრო ჰოსპიტლის პარალელურად, სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.

მინისტრი ხონში, დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. მან გარემონტებული ყაზარმები, განახლებული სასადილოს შენობა და მულტიფუნქციური სპორტული მოედანი დაათვალიერა.

ირაკლი ჩიქოვანი კოპიტნარში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და ყაზარმის სარემონტო სამუშაოებსაც გაეცნო.

დასავლეთის სამხედრო ბაზებზე თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან, მის მოადგილესთან - გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს