ოთარ შამუგია  საქართველოში იტალიის ელჩს მასიმილიანო დ'ანტუონოს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ'ანტუონოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებასა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„საქართველოსა და იტალიას შორის წარმატებული თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ბოლო წლებში, გაზრდილია სავაჭრო ურთიერთობებიც, თუმცა ამ მიმართულებით, კიდევ უფრო დიდი პოტენციალი არსებობს. მინდა აღვნიშნო, რომ მზად ვართ კიდევ უფრო გავაღრმაოთ პარტნიორობა ჩვენ მეგობარ ქვეყნებთან, რადგან დღეს, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების და რეფორმების განხორციელებისთვის, მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ გადავდგით ნაბიჯები ქვეყანაში როგორც წარმოების ხარისხის გაუმჯობესების და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვის, ასევე სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ვფიქრობ, ეს გაზრდის ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას და საექსპორტო პოტენციალს ევროპის, მათ შორის იტალიის ბაზარზე“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

„საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მასიმილიანო დ'ანტუონომ დადებითად შეაფასა საქართველო-იტალიას შორის არაერთი მიმართულებით არსებული თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობების გაღრმავება. იტალია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას როგორც ევროინტეგრაციის გზაზე აღებული ვალდებულებების შესრულების, ისე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების და შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე ესწრებოდნენ“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს