საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სამეცნიერო-აკადემიურმა წრეებმა და სტუდენტებმა საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, პარლამენტის ყოფილი წევრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ჟიული შარტავას ხსოვნის უკვდავსაყოფად, მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს - 7 მარტს ჟიული შარტავას 80 წელი შეუსრულდებოდა.

სტუ-ის ცნობით, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ - რექტორმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის ტერიტორიაზე, ეროვნული გმირის ბიუსტი ასევე ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, საუნივერსიტეტო სივრცეში ჟიული შარტავას სახელი სამუდამოდ არის უკვდავყოფილი.

„შეუძლებელია საქართველომ ოდესმე დაივიწყოს ჟიული შარტავას გმირობა, რომელიც მთელი სიმძაფრით გვახსენებს სოხუმის დაცემას, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ ვაჟკაცებს, ჟიული შარტავასთან ერთად დახვრეტილ გმირებს - გურამ გაბესკირიას, ვახტანგ გეგელაშვილს, რაულ ეშბას, მამია ალასანიას, ალექსანდრე ბერულავას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელს, საქართველოს სიყვარულით გულანთებულ ახალგაზრდების დიდ არმიას. შეუძლებელია, არ გხიბლავდეს ჟიული შარტავას პიროვნული სიდიადე, რისი შენარჩუნებაც მან სიცოცხლის ბოლო წუთებამდე შეძლო.

ჩვენთვის რთულია, ემოციების გარეშე ვისაუბროთ ადამიანზე, რომელმაც თავისი ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განვლო და შემდეგ, განგების ძალით, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული გმირი გახდა. მისი ხსოვნა საუნივერსიტეტო სივრცეში სამუდამოდ არის უკვდავყოფილი - ჟიული შარტავას სახელს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ის მრავალი პარამეტრით უნიკალური და მასშტაბური სამეცნიერო-სასწავლო და საექსპერტო ლაბორატორიული კომპლექსი ატარებს, რომლის ანალოგიც არ არსებობს სამხრეთ კავკასიაში. ლაბორატორიული კომპლექსი სწორედ იმ ფაკულტეტზე მოქმედებს, რომლის კურსდამთავრებულიც ეროვნული გმირი ჟიული შარტავაა.

დღეს მისი სახელი საქართველოს ისტორიის კუთვნილებაა, იმ ლეგენდის დასაბამია, რომელიც მუდამ იცოცხლებს ჩვენს მომავალ თაობებში. გმირის ცხოვრება მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო, როგორ ემსახურო, უერთგულო მას და ამაღლდე უკვდავებამდე! და შეუძლებელია, არ გქონდეს იმედი იმისა, რომ აფხაზეთი მალე მშვიდობით დაუბრუნდება დედა-სამშობლოს“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, დღესვე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს პირველი ეროვნული გმირის, საკანონმდებლო ხელისუფლების ყოფილი წევრის, ჟიული შარტავას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც პარლამენტის სასახლეში, შოთა რუსთაველის დარბაზში, საქართველოს პარლამენტისა და „ეროვნული ერთიანობის ცენტრი - ჟიული შარტავას საზოგადოების“ ორგანიზებით იმართება.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სამეცნიერო-აკადემიურმა წრეებმა და სტუდენტებმა საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, პარლამენტის ყოფილი წევრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ჟიული შარტავას ხსოვნის უკვდავსაყოფად, მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს - 7 მარტს ჟიული შარტავას 80 წელი შეუსრულდებოდა.

სტუ-ის ცნობით, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ - რექტორმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის ტერიტორიაზე, ეროვნული გმირის ბიუსტი ასევე ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, საუნივერსიტეტო სივრცეში ჟიული შარტავას სახელი სამუდამოდ არის უკვდავყოფილი.

„შეუძლებელია საქართველომ ოდესმე დაივიწყოს ჟიული შარტავას გმირობა, რომელიც მთელი სიმძაფრით გვახსენებს სოხუმის დაცემას, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ ვაჟკაცებს, ჟიული შარტავასთან ერთად დახვრეტილ გმირებს - გურამ გაბესკირიას, ვახტანგ გეგელაშვილს, რაულ ეშბას, მამია ალასანიას, ალექსანდრე ბერულავას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელს, საქართველოს სიყვარულით გულანთებულ ახალგაზრდების დიდ არმიას. შეუძლებელია, არ გხიბლავდეს ჟიული შარტავას პიროვნული სიდიადე, რისი შენარჩუნებაც მან სიცოცხლის ბოლო წუთებამდე შეძლო.

ჩვენთვის რთულია, ემოციების გარეშე ვისაუბროთ ადამიანზე, რომელმაც თავისი ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განვლო და შემდეგ, განგების ძალით, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული გმირი გახდა. მისი ხსოვნა საუნივერსიტეტო სივრცეში სამუდამოდ არის უკვდავყოფილი - ჟიული შარტავას სახელს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ის მრავალი პარამეტრით უნიკალური და მასშტაბური სამეცნიერო-სასწავლო და საექსპერტო ლაბორატორიული კომპლექსი ატარებს, რომლის ანალოგიც არ არსებობს სამხრეთ კავკასიაში. ლაბორატორიული კომპლექსი სწორედ იმ ფაკულტეტზე მოქმედებს, რომლის კურსდამთავრებულიც ეროვნული გმირი ჟიული შარტავაა.

დღეს მისი სახელი საქართველოს ისტორიის კუთვნილებაა, იმ ლეგენდის დასაბამია, რომელიც მუდამ იცოცხლებს ჩვენს მომავალ თაობებში. გმირის ცხოვრება მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო, როგორ ემსახურო, უერთგულო მას და ამაღლდე უკვდავებამდე! და შეუძლებელია, არ გქონდეს იმედი იმისა, რომ აფხაზეთი მალე მშვიდობით დაუბრუნდება დედა-სამშობლოს“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, დღესვე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს პირველი ეროვნული გმირის, საკანონმდებლო ხელისუფლების ყოფილი წევრის, ჟიული შარტავას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც პარლამენტის სასახლეში, შოთა რუსთაველის დარბაზში, საქართველოს პარლამენტისა და „ეროვნული ერთიანობის ცენტრი - ჟიული შარტავას საზოგადოების“ ორგანიზებით იმართება.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის