მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - როცა მავნე პროპაგანდისგან დაცვაზე ვლაპარაკობთ, ისინი ამას ფასების თემას უპირისპირებენ - როგორც კი ფასები დასტაბილურდა, ახლა დაიწყეს ამ თემაზე ლაპარაკი

როდესაც მავნე პროპაგანდისგან დაცვაზე ვლაპარაკობთ, ისინი ამას ფასების თემას უპირისპირებენ. ახლა გაიგეს ფასები მომატებული რომ არის? კოვიდპანდემიის გამო ფასებმა მოიმატა, როგორც იქნა მოვახერხეთ დასტაბილურება - როგორც კი დასტაბილურდა ახლა დაიწყეს ამ თემაზე ლაპარაკი, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი აქვს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლებს საგნობრივ, დეტალურ დისკუსიაში შესვლა უჭირთ. მისივე შეფასებით, ისინი მხოლოდ პოპულისტური თემებით არიან დაკავებულები.

„რაც ნეგატიურად ვერ გაპიარდება, იქ ინტერესი არ აქვთ. სიღრმისეულ, ლოგიკურ ბრძოლაში და საგნობრივ დისკუსიაში, ისინი ვერაფერს ახერხებენ, ამიტომ მათ ჩაღრმავებული დისკურია არ აწყობთ. მათ აწყობთ უბრალოდ პოპულისტური, ტრაფარეტული რაღაცები, მათ შორის, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, ახლა მოიგონეს, ოღონდ ლგბტ პროპაგანდის მხარეს დგომა რაღაცით „გაიპრავონ“, ახლა ფასების თემით ვითომ შეწუხდნენ, სინამდვილეში, როდესაც ფასების თემა, მაგალითად, წინა წლებში პრობლემა იყო, კოვიდპანდემიის კვალდაკვალ ფასები იზრდებოდა, რის შემდეგაც ინფლაცია მაღალი იყო, ეს მაშინ არ ახსენდებოდათ, სხვათა შორის, სადღაც გააქტუალურებენ ხოლმე, იმიტომ რომ სიტყვა რუსულის პოპულარიზაცია იყო (ბევრი ლაპარაკობს დღეს ამაზე) ძალიან მნიშვნელოვანი, მაშინ მათთვის. ახალა შეაწუხათ ფასების თემამ, როდესაც შედარებით დასტაბილურდა სიტუაცია და დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი ინფლაცია გვაქვს.

მათ ხალხის გაჭირვება რეალურად არ აინტერესებთ, ახლა იმიტომ ახსენდებათ, რომ უნდათ სხვა რაღაც თემა გადაფარონ. ეს არის თემა, რომელიც არის ძალიან აქტუალური ქართველი ხალხისათვის. როდესაც მავნე პროპაგანდისგან დაცვაზე ვლაპარაკობთ, ისინი ამას ფასების თემას უპირისპირებენ. ფასები ახლა გაიგეს მომატებული, რომ არის? კოვიდპანდემიის გამო ფასებმა მოიმატა, როგორც იქნა მოვახერხეთ დასტაბილურება, 2023 წელს ყველაზე დაბალი ინფლაცია გვაქვს, ამ მხრივ იდეალური სიტუაცია არ არის, მაგრამ ყველაზე დაბალი ინფლაცია გვქონდა, როგორც კი დასტაბილურდა ახლა დაიწყეს ამ თემაზე ლაპარაკი. შესაბამისად, მათ საგნობრივ, დეტალურ დისკუსიაში შესვლა უჭირთ, მხოლოდ პოპულისტური თემებით არიან დაკავებულები“, - განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება