ანა დოლიძე - 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთში პირდაპირ ჩაიწერა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა აუცილებელია - ამის გათვალისწინება არ ხდება

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა - ევროკავშირის 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთში პირდაპირ ჩაიწერა, რომ ეს არის აუცილებელი და სამწუხაროა, რომ ამის გათვალისწინება არ ხდება, - ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ცესკო-ს დაკომპლექტების წესი მაღალი კვორუმით, კონსენსუსით მიღებულიყო, რაც საჭიროა იმისთვის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის და არჩევნების მიმართ ნდობა გაიზარდოს.

“ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და რამდენად მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, რომლის ერთ-ერთი წინაპირობა ნამდვილად არის დაკომპლექტების წესი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება დიდი ხანია ვსაუბრობთ. ასევე, გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის დასკვნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ცესკო-ს დაკომპლექტების წესი ყოფილიყო მაღალი კვორუმით, კონსენსუსით. რეალურად, ეს საჭიროა იმისთვის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის და არჩევნების მიმართ ნდობა გაიზარდოს. ამას ძალიან დიდი ხანია ვამბობთ ჩვენ და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. პირდაპირ ჩაიწერა ევროკავშირის 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთში, რომ ეს არის აუცილებელი და ძალიან სამწუხაროა, რომ ამის გათვალისწინება არ ხდება. ეს ნამდვილად არ წაადგება ევროინტეგრაციის პროცესს", - განაცხადა ანა დოლიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება