შალვა პაპუაშვილი ვოლსკისა და ხიდაშელის შეხვედრაზე - არაკეთილსინდისიერია, როცა საზოგადოებას ასე წარუდგენთ, თითქოს კონსპირაციული შეხვედრა იყო საჯარო ადგილას

არაკეთილსინდისიერია, როცა საზოგადოებას ასე წარუდგენთ, თითქოს კონსპირაციული შეხვედრა იყო საჯარო ადგილას, სადაც იკრიბებიან დეპუტატები, ჟურნალისტები და აქ მოსული სტუმრები, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და ბიზნესმენ დავით ხიდაშელის შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

პაპუაშვილის განცხადებით, საუბრის შინაარსთან დაკავშირებით განმარტებები ვოლსკიმ გააკეთა და თავად ვერაფერს დაამატებს.

„სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ პარლამენტის გვერდით მდებარე კაფეში, სადაც მეც ვარ, თქვენც ხართ ხოლმე და იქაც ხვდებით ერთმანეთს, რომ რაღაც ფარული შეხვედრა და უკვე არაკეთილსინდისიერია, როცა საზოგადოებას ასე წარუდგენთ, თითქოს რაღაც კონსპირაციული შეხვედრა იყო საჯარო ადგილზე, იმ ადგილას, სადაც იკრიბებიან დეპუტატები, ჟურნალისტები, აქ მოსული სტუმრები. ერთი კაფე არსებობს ჩვენს გვერდზე და იქ იკრიბება ყველა. შინაარს რაც შეეხება, ამაზე ბატონმა გია ვოლსკიმ განმარტებები გააკეთა, მე ვერაფერს დავამატებ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ხიდაშელმა მას დაურეკა და უთხრა, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით საინტერესო იდეები აქვს. მისივე თქმით, „ხიდაშელს არანაირად არც ანტიდასავლური, არც პრორუსული და არც მითუმეტეს ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია.“ ვოლსკიმ ასევე უპასუხა კითხვას, დავით ხიდაშელთან ისაუბრა თუ არა კონფედერაციაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. „რაც შეეხება კონფედერაციას, ეს სიტყვა საკმაოდ ხმამაღლა ახსენა, ისე, რომ გვერდით მსხდომმა ადამიანებმა მოიხედეს კიდეც, რომ კარგი იქნება, აფხაზეთთან შეიქმნას კონფედერაცია. საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ კონფედერაცია შეიძლება მაგრამ ასეთ ვითარებაში ამაზე საუბარი არ არის”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა