ბათუ ქუთელია - ვხედავთ პრიორიტეტების გადანაცვლებას ავტორიტარიზმისკენ - ჩვენ გვინდა დემოკრატია, მაგრამ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ავტორიტარიზმი სურს, ამას არჩევნებზე პასუხი უნდა გაეცეს

ვხედავთ საგარეო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა საშუალებებით უსაფრთხოების პრიორიტეტების გადანაცვლებას ავტორიტარიზმისკენ - ჩვენ გვინდა დემოკრატია, მაგრამ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც უნდა ავტორიტარიზმი, ამას პასუხი უნდა გაეცეს არჩევნებზე, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ბათუ ქუთელიამ „რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის” ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ინტერესების გამტარია, მათ შორის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების კუთხით.

„დღეს მსოფლიოში ძალიან კარგად გამოჩნდა, სად გადის მთავარი დაპირისპირების ხაზი - ეს არის დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის. რუსეთი, ჩინეთი არიან ლიდერები ავტოკრატიული სამყაროსი. ამ დაპირისპირების ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა საქართველო მაშინ, როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა და ბუნებრივია, ის, თუ სად ვიქნებით, დამოკიდებულია ჩვენს არჩევანზე. ქართველი ხალხის არჩევანი კარგად ჩანს საზოგადოებრივი აზრის კვლევებში - ჩვენ გვინდა დასავლური, ევროპული ტიპის დემოკრატია, მაგრამ გვყავს ხელისუფლება, რომლისთვისაც ავტორიტარიზმი და ავტოკრატია უფრო მისაღები ფორმაა, რადგან ეს უადვილებთ მათ ძალაუფლების შენარჩუნებას. ამიტომ ვხედავთ, საგარეო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა საშუალებებით უსაფრთხოების პრიორიტეტების გადანაცვლებას ავტორიტარიზმისკენ. ამიტომაც არიან ისინი რუსეთის ინტერესების გამტარნი, მათ შორის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების კუთხით. „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ თავისი არჩევანი გააკეთა ავტოკრატიის სასარგებლოდ, ქართველმა ხალხმა - დემოკრატიის. სწორედ ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის ამ გლობალური დაპირისპირების ფრონტის ხაზი გადმოვიდა ჩვენი საზოგადოების შიგნით - ჩვენ გვინდა დემოკრატია, მაგრამ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც უნდა ავტორიტარიზმი. ამას პასუხი უნდა გაეცეს არჩევნებზე, თუ რა მიმართულებით წავა ქვეყანა. თუ ჩვენ ვრჩებით დემოკრატიად, ხალხის სურვილის შესაბამისად, უნდა გვყავდეს ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმაციას იქნება, დააჩქაროს ევროატლანტიკური ინტეგრაცია”, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება