პაატა მანჯგალაძე - გვიპასუხოს ივანიშვილის პარტიამ, ვისი ოცნება არის საქართველო ქართველების გარეშე

თუ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა რატომ გარბის საქართველოს მოქალაქე საქართველოდან? - ამ კითხვით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ მმართველ გუნდს.

როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, ივანიშვილის პარტია უკვე რამდენიმე კვირაა ხალხის საჭიროებებზე პასუხს გაურბის და თავს არიდებს.

„უკვე რამდენიმე კვირაა ვუყურებ ივანიშვილის პარტიისა და მისი პროპაგანდის ერთგვარ წვალებას, როგორმე ხალხის საჭიროებებიდან ცრუ საფრთხეებზე გადაიტანონ ხალხის ყურადღება. თუნდაც დღეს, ბევრ საკითხზე ისაუბრა მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგრამ ისინი ვერ პასუხობენ ლევან ხაბეიშვილისა და გიორგი ვაშაძის მიერ დასმულ მთავარ კითხვას, რაც ხალხს აინტერესებს - რატომ არის სასურსათო პროდუქტებზე მაღალი ფასები საქართველოში, თუნდაც სომხეთთან შედარებით, რომელსაც საქართველოს გავლით მიეწოდება აღნიშნული პროდუქტები. თუ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა რატომ გარბის საქართველოს მოქალაქე საქართველოდან? გვიპასუხოს ივანიშვილის პარტიამ, ვისი ოცნება არის საქართველო ქართველების გარეშე“,- განაცხადა მანჯგალაძემ, რომლის სიტყვასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს