ანა წითლიძე - ევროსაბჭოში მონიტორინგის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცვლილებები, რომელიც ეხება ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესს, ხელახლა გადაიგზავნოს ვენეციის კომისიაში

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძის განცხადებით, ევროსაბჭოში მონიტორინგის კომიტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრების არჩევის წესთან დკავშირებული ცვლილებები თავიდან გადაიგზავნოს ვენეციის კომისიაში.

მისივე თქმით, შეტანილ ცვლილებებზე იქნება დამოკიდებული თუ როგორი არჩევნები იქნება 2024 წელს.

„მთავარი ამ ყველაფერში იყო ის, რომ ევროსაბჭოში მონიტორინგის კომიტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ცვლილებები, რომელიც ეხება ცესკო-ს თავმჯდომარის და ცესკო-ს წევრების არჩევის წესს, ხელახლა გადაიგზავნოს ვენეციის კომისიაში. მონიტორინგის კომიტეტის წევრები აღიარებდნენ იმას, რომ ეს ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ცვლილებაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორი არჩევნები იქნება 2024 წელს“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება