მოლდოვამ და საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმება გააფორმეს

რუსეთი მოლდოვის კონტროლს ცდილობს, მათ შორის გადატრიალების მცდელობითაც. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ პარიზში ვიზიტის დროს განაცხადა.

საფრანგეთში ვიზიტის დროს სანდუმ ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონთან ერთად მოლდოვასა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

“თუ აგრესორი არ იქნება გაჩერებული, ის სვლას განაგრძობს და ფრონტის ხაზი სულ უფრო და უფრო ახლო იქნება. ჩვენთან ახლოს. თქვენთან ახლოს. მაშასადამე, ევროპამ ერთიანი ფრონტი უნდა წარმოადგინოს”, - განაცხადა სანდუმ.

საფრანგეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმება მოიცავს იურიდიულ ჩარჩოებს სამომავლო წვრთნებისა და რეგულარული დიალოგისთვის, ასევე, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას.

“მოსკოვში არსებული რეჟიმი ჩემს ქვეყანაში კონტროლის მოპოვებას ცდილობს ენერგეტიკული შანტაჟით, პროტესტების სპონსორობით, დეზინფორმაციული კამპანიების წარმოებით, კიბერშეტევების დაწყებით, ჩვენს არჩევნებში ჩარევით, ბინძური ფულის შემოტანით და გადატრიალების მცდელობითაც კი, მაგრამ მყარად ვდგავართ,” - განაცხადა სანდუმ.

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში საფრანგეთის თავდაცვითი მისია ზაფხულში გაიხსნება, რათა ქვეყანას საჭიროებების შეფასებასა და შეიარაღების შეძენაზე შესაძლო კონტრაქტებში დაეხმაროს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოლდოვასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმება ხაზს უსვამს საფრანგეთის ერთგულებას დაიცვას და დაეხმაროს მოლდოვას.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო