იაგო ხვიჩია - ჩივილს არ ვაპირებ არავის წინააღმდეგ - ეს იყო პროპაგანდით გაბრუებული სულელის თვითშემოქმედება

მეეჭვება, რომ ეს პოლიტიკური დავალება ყოფილიყო, თვითშემოქმედება იყო ერთ-ერთი პროპაგანდით გაბრუებული სულელის , - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას განაცხად.ა

იაგო ხვიჩიას თქმით, პირი, რომელმაც მას ხელი დაარტყა, „გირჩის“ ორგანიზაციის „ბიბლიური თავისუფლების“ საქმიანობას აპროტესტებდა.

„რომ გითხრათ, რომ ის სულელი, ვინც მოსული იყო, პოლიტიკურ დავალებას ასრულებდა, არა, ჩემი აზრით, ის უბრალოდ გაბრიყვებული სულელია პროპაგანდის შედეგად და რეალურად საკუთარი თავი დააყენა რისკის ქვეშ. მეეჭვება, რომ ეს პოლიტიკური დავალება ყოფილიყო, თვითშემოქმედება იყო ერთ-ერთი პროპაგანდით გაბრუებული სულელის. ამბობდა, რომ ჩვენ ვიყავით სექტანტები, რომელმაც მისი ძმა შეაცდინა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, პოლიციაში გამოკითხვაზე იყო, თუმცა სასამართლოსთან არ ითანამშრომლებს.

„ვიყავი პოლიციაში გამოკითხვაზე და ვუთხარი ჩემი პოზიცია, რაც მოხდა ის მოვუყევი, მაგრამ ჩივილს არ ვაპირებ არავის წინააღმდეგ. ზოგადად მურუსიძის სასამართლოს რომ არ ვენდობი როდიდანაა ქურდული სამყაროდ ნდობა, მე არ მესმის. მე მეგონა, რომ სხვა ჩემი კოლეგებიც არ ენდობოდნენ მურუსიძის სასამართლოს. როცა შენ შეგეხება, მარტო მაშინ ენდობი და სხვა შემთხვევაში რომ არ ენდობი, ეს არასწორია.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ რომ ჩავრთულიყავით ამ პროცესში, საჩივრები დაგვეწერა, ის მრავალწლიან სასჯელს მიიღებდა. ამ შემთხვევაში სისტემა ჩვენკენ იქნებოდა, მაგრამ მე არ მინდა სისტემის მხარეს ყოფნა მაშინ, როდესაც ამ სისტემის კრიტიკოსი ვარ. ყველამ იცის, რომ მურუსიძის სასამართლოს მიმართ მე არ ვარ მაღალი წარმოდგენის.

სხვა სასამართლო რომ ყოფილიყო, რასაკვირველია ვითანამშრომლებდი. როცა სასამართლოს ენდობი, როგორ შეიძლება არ ითანამშრომლო“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება