სახალხო დამცველი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების ნაწილს შეხვდა, რომლებსაც გავლილი აქვთ 2-წლიანი მოსამზადებელი პროგრამა პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მიზნებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველი პროგრამის ეფექტიანობით, ასევე, პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის პროცესში, სასამართლოში მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზების საკითხით დაინტერესდა.

„სახალხო დამცველი გააგრძელებს უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებთან შეხვედრებს და გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი პროგრამისა და უვადო თავისუფლებააღკვეთილი პატიმრების პირობით ვადამდე გათავისუფლების/სასჯელის შეცვლის პროცესის აქტიურ მონიტორინგს“, - ნათქვამი ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!