აშშ-ის ფინანსთა მინისტრი - უკრაინასთან დაკავშირებით კონგრესის უმოქმედობა საჩუქარია პუტინისთვის

უკრაინასთან დაკავშირებით კონგრესის უმოქმედობა საჩუქარია პუტინისთვის. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა ვაშინგტონში გერმანელ კოლეგა, რობერტ ჰაბეკთან შეხვედრაზე განაცხადა.

იელენმა კიდევ ერთხელ მოუწოდა აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს, რაც შეიძლება სწრაფად გამოიტანოს კენჭისყრაზე უკრაინისთვის 61 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების პაკეტი.

“სანამ წარმომადგენელთა პალატა ყოყმანს აგრძელებს, რუსეთი ძალას იკრებს, ხოლო უკრაინა იძულებულია შეზღუდოს საბრძოლო მასალა და მიწოდებები. წარმომადგენელთა პალატამ უნდა იმოქმედოს და პუტინისტური აგრესიის ფონზე აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის ძალა აჩვენოს…

კონგრესის უმოქმედობა სხვა არაფერია გარდა საჩუქრისა პუტინისთვის, ირანისთვის და სხვა მოწინააღმდეგეებისთვის, რომლებიც ამერიკისა და სხვა მოკავშირეების წინააღმდეგ გამოდიან,” - განაცხადა იელენმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება