გრიგოლ გეგელია - ლგბტ პროპაგანდის თემა ყურით მოთრეული და გამოგონილია - კანონი ვენეციის კომისიაში გადააგზავნონ, ვნახოთ დასკვნა და შემდეგ გავაგრძელოთ ლაპარაკი

საქართველოს დაცვაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ჯარი გაანადგურეს, სახელმწიფო საზღვრები დაცული არ არის - პრემიერ-მინისტრი საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ არის , - ამის შესახებ „ლელოს“ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

როგორც “ქართული ოცნების“ ინიციატივაზე, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“, საუბრისას განაცხადა, ეს თემა „ყურით მოთრეული და გამოგონილია“.

მისივე თქმით, „ლელოს“ პარლამენტში საქართველოს დაცვის აქტი აქვს შეტანილი, რომელიც რეალურ საფრთხეს აზღვევს.

„რა თქმა უნდა, ლგბტ პროპაგანდის თემა ყურით მოთრეული და გამოგონილია. საქართველოს დაცვაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ჯარი გაანადგურეს, სახელმწიფო საზღვრები დაცული არ არის. ირაკლი კობახიძე, ახლა უკვე პრემიერ-მინისტრი, 44 წლის ისე გახდა, რომ საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ არის. საკუთარი შვილი ერთ-ერთ ყველაზე ლგბტ-მეგობრულ უნივერსიტეტში გაუშვა ამერიკაში და ჩვენ გვეუბნება, რომ თურმე ამერიკაში ტრანსგენდერი მასწავლებლები ასწავლიან.

„ლელოს“ პოზიცია არის ის, რომ ეს კანონი, რომელიც არც კი დაწერილა, ვენეციის კომისიაში გადააგზავნონ. განიხილოს კომისიამ, ვნახოთ დასკვნა და ლაპარაკი შემდეგ გავაგრძელოთ.

თუ „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების დაცვა სურს, ჩვენ „ლელოს“ პარლამენტში საქართველოს დაცვის აქტი გვაქვს შეტანილი, რომელიც რუსეთიდან მომავალ საფრთხეს რეალურად აზღვევს. ის რეალურ ნაბიჯებს შეიცავს, რეალური ქართველების დასაცავად, ეკონომიკურად, პოლიტიკურად და უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ გადაცემაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი