აკაკი ბობოხიძე - მეც პრობლემურად მიმაჩნია, რომ „გინდა თუ არა ქალად ვგრძნობ თავს და ქალებთან უნდა გამათანაბრო“, მაგრამ საერთოდ არ არის ეს პრობლემა დღეს საქართველოში - ხელისუფლება იმ პრობლემებზე უნდა ელაპარაკებოდეს ხალხს, რომელიც დღეს უდგას ქვეყანას

მეც პრობლემურად მიმაჩნია, რომ „გინდა თუ არა ქალად ვგრძნობ თავს და ქალებთან უნდა გამათანაბრო“, მაგრამ საერთოდ არ არის ეს პრობლემა დღეს საქართველოში , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკურ სივრცე“ ხელისუფლების ახალი ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც უნდა შემუშავდეს კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.

აკაკი ბობოხიძის განცხადებით, მემარცხენე რადიკალიზმის პრობლემა მართლაც დგას, თუმცა ეს პრობლემა საქართველოში საერთოდ არაა, ხოლო ევროპა მას თავადვე მოაგვარებს.

„მე მაგალითად მიმაჩნია, რომ დასავლეთში ეგ პრობლემა არის. მეც პრობლემურად მიმაჩნია, რომ „გინდა თუ არა ქალად ვგრძნობ თავს და შენ ქალებთან უნდა გამათანაბრო“, მაგრამ საქმე რაშია, საერთოდ არ არის ეს პრობლემა საქართველოში. ოდესღაც შეიძლება პრობლემა დადგეს. დასავლეთში კამათი დიდ ხანია მიდის და მას პასუხობს არა ღარიბაშვილი და კობახიძე, არამედ ნახეთ, იტალიაში რა მოხდა - მემარჯვენე-კონსერვატორმა პარტიამ გაიმარჯვა. ნახეთ, რა ხდება სლოვაკეთში. დასავლეთი ამ გამოწვევებს თვითონვე პასუხობს და რამენაირად მოგვარდება“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპაში არსებულ მავნე პროპაგანდაზე საუბრობენ, თუმცა საკუთარ შვილებს სასწავლებლად მაინც ევროპაში უშვებენ.

„ქვეყანაში, სადაც ბავშვების უფლებებია დარღვეული, შიმშილია, ძალადობა, გაუპატიურება, უკვე მშობლებისგან გაუპატიურებულ ბავშვებზეა საუბარი - ამ ქვეყანაში ეს პრობლემები უკვე დგას და ხელისუფლება გველაპარაკება იმ ღონისძიებებზე, რომელიც შეიძლება 30-35 წლის მერე გახდეს საჭირო, თუ ევროპამ თავად არ მოაგვარა მანამდე, მაგრამ მოაგვარებს. კომუნიზმიც არ წარმოქმნილი რუსეთში ან საქართველოში, მაგრამ სადაც წარმოიშვა, ის საზოგადოება მტკიცე და ძლიერი რომ იყო მოაგვარა და ვერ შეუქმნა ხიფათი. ამიტომ 30 წლის შემდეგ რომ დადგება იმ პრობლემებზე კი არა, ხელისუფლება იმ პრობლემებზე უნდა ელაპარაკებოდეს ხალხს, რომელიც დღეს უდგას ამ ქვეყანას.

კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, ევროპაში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის გამო თუ გაჰომოსექსუალება ელოდებათ ჩვენს ახალგაზრდებს, ევროპული პროპაგანდა და იდეოლოგია რომ მოვა აქ, თუ დავიღუპებით, შვილებს რატომ უშვებენ ევროპაში და რატომ სწირავენ? საკუთარ შვილებს იმ გარყვნილ ევროპაში რატომ უშვებენ? “, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო