დიდი ბრიტანეთი უკრაინას 10 000-ზე მეტ დრონს მიაწვდის

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 10 000-ზე მეტ დრონს მიაწვდის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.

უკრაინაში თავისი მესამე ვიზიტის დროს შაპსს თან ახლდა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური, ტონი რადაკინი, რომელთან ერთადაც ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და თავდაცვის მინისტრს რუსტემ უმეროვს შეხვდა.

"დღეს დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს და უახლესი დრონებისთვის 325 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის სრულ პაკეტს გამოყოფს, რათა პუტინის უკანონო შემოჭრასთან ბრძოლაში დაეხმაროს. ინვესტიციები, რომელთა ფარგლებშიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 10 ათასზე მეტი დრონი იქნება მიწოდებული, შესაძლებლობას მოგვცემს დიდი ბრიტანეთის წამყვანი მსოფლიო თავდაცვითი მრეწველობები გამოვიყენოთ 2024 წლის განმავლობაში უკრაინისთვის ახალი წამყვანი დრონების გადასაცემად,” - განაცხადა შაპსმა.

მის მიერ გამოცხადებული თახნა - 325 მილიონი გირვანქა სტერლინგი - 125 მილიონით აღემატება აქამდე, იანვრის შუა რიცხვებში, დასახელებულ რიცხვს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება