ნიგერიის ერთ-ერთი სკოლიდან 280-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს

ნიგერიის ქალაქ კურიგას ერთ-ერთი სკოლიდან 280-ზე მეტი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი გაიტაცეს, - ინფორმაციას BBC-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეები ათობით შეიარაღებულმა პირმა მოტოციკლეტებით გაიტაცა. მათი ასაკი 8-15 წელია.

ერთ-ერთი მასწავლებელი, რომელმაც გაქცევა მოახერხა, ამბობს, რომ ადგილობრივებმა ბავშვების გადარჩენა სცადეს, მაგრამ ისინი შეიარაღებულმა პირებმა მოიგერიეს და დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ნიგერიაში გამტაცებელმა ბანდებმა, რომლებიც ბანდიტების სახელით არიან ცნობილი, ბოლო წლებში, გამოსასყიდის მიღების მიზნით, ასობით ადამიანი გაიტაცეს. იანვარში მათ სკოლის დირექტორი მოკლეს და მისი ცოლი გაიტაცეს.

ადამიანების გატაცების ფაქტების აღმოფხვრის მცდელობის მიზნით, 2022 წელს მიიღეს საკამათო კანონი, რომლითაც გამოსასყიდის გადახდა დანაშაულად ითვლება და დამნაშავეს მინიმუმ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუმცა ჯერ არავინ დაუპატიმრებიათ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება