უკრაინისა და ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი საჭიროებები განიხილეს

უკრაინისა და გაერთიანებული ძალების თავდაცვის მინისტრებმა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლებმა კიევში შეხვედრა გამართეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი იუწყება.

მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებები განიხილეს.

„განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის ძალების პრიორიტეტული საჭიროებები. მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ წარმოადგინა ინფორმაცია ფრონტზე არსებულ ვითარებასა და მტრის უახლესი მოქმედებების შესახებ“, - აცხადებს უმეროვი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი მადლობას უხდის დიდ ბრიტანეთს სრული მხარდაჭერისთვის, კერძოდ, Storm Shadow რაკეტების მიწოდებისთვის, რომლებიც, მისი თქმით, „ნამდვილ განსხვავებას ქმნიან ბრძოლის ველზე“.

შეგახსენებთ, გუშინ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას 10 000-ზე მეტ დრონს მიაწვდის.

"დღეს დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს და უახლესი დრონებისთვის 325 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის სრულ პაკეტს გამოყოფს, რათა პუტინის უკანონო შემოჭრასთან ბრძოლაში დაეხმაროს. ინვესტიციები, რომელთა ფარგლებშიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 10 ათასზე მეტი დრონი იქნება მიწოდებული, შესაძლებლობას მოგვცემს დიდი ბრიტანეთის წამყვანი მსოფლიო თავდაცვითი მრეწველობები გამოვიყენოთ 2024 წლის განმავლობაში უკრაინისთვის ახალი წამყვანი დრონების გადასაცემად,” - განაცხადა შაპსმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო