ლევან ხაბეიშვილი - დღეს თურქეთში ვაპირებთ გადასვლას - ვიყიდით კონკრეტული პირველადი მოხმარების პროდუქტებს და გაგიზიარებთ, რამდენად იაფია

დღეს თურქეთში ვაპირებთ გადასვლას - ვიყიდით კონკრეტული პირველადი მოხმარების პროდუქტებს და გაგიზიარებთ, რამდენად იაფია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს-თურქეთის საზღვართან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავარი კითხვა აქვთ ივანიშვილთან, მდინარაძესთან და კობახიძესთან, თუ რატომ იმატებს საქართველოში პროდუქტის ფასები ისე, რომ „საქართველოს მოქალაქეს მაღაზიასა და ბაზარში შესვლის ეშინია“.

„ვაპირებთ დღეს თურქეთში გადასვლას - ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც მინიმუმ 2-ჯერ უფრო მდიდარია ყველა სტატისტიკით, ყველა ციფრით და 2-ჯერ უფრო იაფად ყიდულობს პირველადი მოხმარების პროდუქტებს. გვაქვს მთავარი კითხვა ივანიშვილთან, მდინარაძესთან და კობახიძესთან - რატომაა საქართველოში, რომ საქართველოს მოქალაქეს მაღაზიაში, ბაზარში, მარკეტში შესვლის ეშინია, იმდენად იმატებს პროდუქტის ფასები. როგორ მოახერხა ივანიშვილმა, კობახიძემ და მისმა ხელისუფლებამ რომ რეგიონში ფაქტობრივად ყველაზე ძვირია პროდუქტები საქართველოში. პარლამენტში ვაჩვენე ქვითარი აზერბაიჯანიდან, სადაც ბევრად უფრო იაფია მაგალითად: რძე, კარაქი, სხვადასხვა პირველადი მოხმარების პროდუქტი. თურქეთში ვიყიდით კონკრეტული პირველადი მოხმარების პროდუქტებს და გაგიზიარებთ, რამდენად იაფია. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველო - თურქეთის საზღვარზე, აჭარიდან და გურიიდან ათასობით ადამიანი გადადის ყოველდღიურად, რათა უფრო იაფად იყიდონ პირველადი მოხმარების პროდუქტები. ამიტომ, ამ მნიშვნელოვან საკითხზე უნდა გასცეს პასუხი ხელისუფლებამ. ეს არის საკითხი, რომელიც აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს ყოველდღიურად. არ არსებობს ოჯახი, სადაც ერთი წევრი მაინც დღის განმავლობაში არ ხვდებოდეს მარკეტში, ბაზარში და არ ყიდულობდეს გაძვირებულ პროდუქტს. გვაქვს უნიკალური შანსი 2024 წლისთვის, რომ შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება და კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება