მიხეილ სარჯველაძე - ფუფალას ქოლგის მსგავსი სიმტკიცის გახლავთ ის ქოლგა, რომელსაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი მთელ ოპოზიციას სთავაზობს - ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ

ფუფალას ქოლგის მსგავსი სიმტკიცის გახლავთ ის ქოლგა, რომელსაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი მთელ ოპოზიციას სთავაზობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია იმ მდგომარეობაში იმყოფება, რომ მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება შეცდომა იქნება.

„გახსოვთ ყველას ფილმის შთამბეჭდავი სცენა, სადაც ფუფალას უკავია ქოლგა. ის ქოლგა რა მდგომარეობაშიც იმყოფება, დაახლოებით, ამავე სიმტკიცის გახლავთ ის ქოლგა, რომელსაც სთავაზობს ახლა პრეზიდენტი ზურაბიშვილი მთელ ოპოზიციას. მე მგონია, ხვდებიან, რომ ოპოზიციაში ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ, ვერ წყვეტენ უბრალოდ იმ დილემებს, რომლის წინაშეც არიან აღმოჩენილი და ამ ფონზე, რა მიმართულებითაც არ უნდა წავიდნენ, არ მგონია, არჩევანი ჰქონდეთ მაინცდამაინც სერიოზული, იმიტომ რომ საკუთარი თავი აღმოიჩინეს ისეთი დილემების წინაშე, სადაც რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, მაინც შეცდომა იყო“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი