საქართველო მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს კვირეულით უერთდება

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 11-15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული გაიმართება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გახსნითი ღონისძიება თბილისში, 11 მარტს, სასტუმრო „პულმანში“ გაიმართება, სადაც მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი ექვსი მარეგულირებელი უწყება, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიღებულ შედეგებს, გამოწვევებს და აღსრულების მექანიზმებს მიმოიხილავს.

მათივე ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებთან შეხვედრები გაიმართება 12 მარტს გურჯაანში, 14 მარტს ქუთაისში, ხოლო 15 მარტს - მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღეს - ბათუმში. 11-15 მარტს დაგეგმილი კვირეულის მიზანია მომხმარებლის უფლებების მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერება.

„კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობენ - მარეგულირებელი უწყების პირველი პირები, პარლამენტის, ცენტრალური და რეგიონული მთავრობის წევრები, ბიზნესის, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის, UNCTAD-ის, დიპლომატიური კორპუსის და ლიეტუვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყების წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება წიგნის „მომხმარებლის დაცვის ევროპული და ქართული პრაქტიკა“ პრეზენტაცია. ასევე, პანელური დისკუსიის ფორმატში, ექვსი მარეგულირებელი უწყების წარმომადგენელი თბილისში, გურჯაანში, ქუთაისში და ბათუმში მომხმარებლებთან შეხვედრისას დეტალურად მიმოიხილავს მათთვის მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას - თუ როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლებები, დარღვევის შემთხვევაში ვის მიმართოს და რა ფორმით“, - აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება