ბექა დავითულიანი ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტზე - არ შეიძლება ევროკავშირის მხრიდან პატივით მიღება კრიმინალების - ეს ევროსკეპტიციზმს უწყობს ხელს

პირველ რიგში, კარგია რომ ევროკავშირის სტრუქტურები გამოეხმაურნენ იმ გულისწყრომას, რომელიც გამოხატული იქნა საქართველოში, ადეიშვილის ევროკავშირის სტრუქტურებში ვოიაჟის გამო. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ხმა მისწვდათ და კი შეაწუხათ იმან, რომ მათთან სტუმრად იმყოფებოდა წამებაში მსჯავრდებული, ადამიანების ქონების მიტაცებაში მსჯავრდებული და ადამიანის გატაცებაში და ცემაში მსჯავრდებული ყოფილი პროკურორი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა, ზურაბ ადეიშვილის მიერ ბუნდესტაგში ვიზიტისა და ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრის თაობაზე განაცხადა.

დავითულიანის თქმით, არ შეიძლება კრიმინალების, რომლებიც მაღალ პოლიტიკურ თანამდებობის იკავებდნენ, პატივით მიღება ევროკავშირის მხრიდან, ვინაიდან ეს ევროსკეპტიციზმს ხელს უწყობს ქვეყანაში, რისი მოსურნეც არც საქართველოა და არც ევროკავშირი.

„რაც შეეხება იმ ბრალდებას, რომ თითქოს ეს დეზინფორმაციის ნაწილია, არა ეს დეზინფორმაცია კი არ არის, ეს არის ფაქტი, რომ კრიმინალი, 4 სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილი იჯდა ევროპულ სტრუქტურებში ოფიციალურ მიღებაზე. ამასთანავე, პრობლემაა ის, რომ ის იყო უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში და ეს კიდევ ერთხელ ნათელ ყოფს და ხაზს უსვამს, რომ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობების გაფუჭებაში რა თქმა უნდა ცალსახად და ცალმხრივად უკრაინული მხარის აი ასეთი დამოკიდებულებაა პრობლემა, მიზეზი და სტიმული ამ ურთიერთობების გაფუჭების. რა თქმა უნდა, ეს არავის არაფერში არ ჭირდება, მითუმეტეს, მეტსაც გეტყვით, იმ პირების და პოლიტიკური ფიგურანტების, რომელსაც აგვისტოს ომისას ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებიათ საფრთხის ასაცილებლად, აი, ამ უკრაინისთვის რთულ პირობებში რაღაც მრჩევლებად და რაღაცნაირ ფიგურანტებად გამოყენება თვითონ უკრაინასაც სამწუხაროდ არაფერს არ არგებს და არ ვურჩევდი, რომ იმ ცუდი გამოცდილების ადამიანები დაიხმარონ ამ რთულ ვითარებაში თავისი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის პირობებში დადგა ურთულესი შედეგები მათი მმართველობით. საბოლოო ჯამში პუტინის აგრესიამ და ადეიშვილის და მისი სხვა თანამზრახველების არასწორმა ქმედებებმა და ხშირად მოღალატეობრივმა ქმედებებმაც განაპირობა ის, რომ ჩვენ ქვეყანას ასეთი მძიმე შედეგები დაუდგა და არ მინდა, რომ უკრაინასაც ასეთი არასწორი გონებით აძლევდნენ რჩევებს“, - განაცხადა დავითულიანმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის