შალვა პაპუაშვილი - სისხლის სამართლის დამნაშავეებთან პოლიტიკური ურთიერთობის ნორმალურ ჭრილში წარმოჩენა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის და ევროკავშირის საერთო ღირებულებებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილო სოციალურ ქსელში ზურაბ ადეიშვილის გერმანიისა და ევროკავშირის საკანონმდებლო და აღმასრულებელ სტრუქტურებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობას ეხმიანება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ არის ცნობილი საქმეებზე, რომლებიც, ადამიანის წამებიდან დაწყებული და ბიზნესის რეკეტით დამთავრებული, დანაშაულების ფართო სპექტრს მოიცავს.

„ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ არის ცნობილი საქმეებზე, რომლებიც, ადამიანის წამებიდან დაწყებული და ბიზნესის რეკეტით დამთავრებული, დანაშაულების ფართო სპექტრს მოიცავს და შემდეგი სასჯელი აქვს მისჯილი: - კობა დავითაშვილის გატაცების და ცემის საქმე - 6 წელი - ციხეებში წამების საქმე - 4 წელი და 6 თვე - ღვინის კომპანია აკურას საქმე - 1 წელი და 6 თვე - ტვ იბერიას საქმე - 1 წელი და 6 თვე - ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმე - 5 წელი და 3 თვე თავად ზურაბ ადეიშვილის მიერ შემოღებული სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რომ არ გაეუქმებინა, მას ციხეში ჯამურად 18 წლის მოხდა მოუწევდა. სისხლის სამართლის დამნაშავეებთან პოლიტიკური ურთიერთობის ნორმალურ ჭრილში წარმოჩენა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის და ევროკავშირის საერთო ღირებულებებს. აქვე, კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა აგრესიის წინააღმდეგ არ ათავისუფლებს მის ხელისუფლებას სისხლის სამართლის დამნაშავეების მფარველობის პასუხისმგებლობისაგან”, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა