პრეზიდენტი - პოლიტიკაში ვერა და ვერ მივაღწიეთ იმას, რომ პარლამენტში ქალთა რაოდენობამ აიწიოს, ევროპასა და აზიაში ერთ-ერთი უკანასკნელი თუ არა, ბოლო რიგებში მყოფი ქვეყანა ვართ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკასა და ეკონომიკაში ქალების როლის გაძლიერებაზე საუბრობს.

როგორც მან აღნიშნა, ქალების როლი პოლიტიკაში უნდა გაიზარდოს.

„პოლიტიკაში ვერა და ვერ მივაღწიეთ იმას, რომ პარლამენტში ქალთა რაოდენობამ აიწიოს. ჩვენ ევროპასა და აზიაში ერთ-ერთი უკანასკნელი თუ არა ბოლო რიგებში მყოფი ქვეყანა ვართ. ეს არ ასახავს იმ მდგომარეობას, რაც აღვწერე და რაც არის საქართველოში, სადაც ქალები არიან ყველა სფეროში წინ, მაგრად და ძლიერად წარმოდგენილები. რატომ არ არიან პოლიტიკაში, პარლამენტში, მთავრობაში ცოტანი არიან, ეს არის იმ ზოგადი მდგომარეობის, ძალადობის შედეგი, რაც არსებობს. იმ მორალური ძალადობის, რაც პოლიტიკაში არსებობს. სიძულვილის ენა და არამხოლოდ, გამოხატულებები, რაც არსებობს და რაც ყველამ გამოვცადეთ, ყველამ ვიცით, და რაც ფაქტობრივად, ქალების შესვლას პოლიტიკაში აფერხებს. ისინი თავს იკავებენ, რომ ამ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ, რასაც ტელევიზიით ხედავენ და დიდად მიმზიდველი ახალგაზრდა ქალებისთვის არ არის. შედეგი კი გვაქვს სახეზე.

მეორე მიმართულება სადაც არ არის სახარბიელო მდგომარეობა, ეს არის ეკონომიკა. ეკონომიკის კუთხით, ქალები, როგორც ქვეყანაში ქალთა ძალა ეკონომიკაში იმ დონესა და საფეხურზე არაა, სადაც უნდა იყვნენ. არც იმ ხელფასებით, რაც მათ უნდა ჰქონდეთ. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ყველა ქვეყანა იმისკენ იღვწის, რომ ხელფასები გათანაბრდეს. ჩვენ შორს ვართ და კიდევ ბევრია გასაკეთებელი. სოფლად მყოფი ქალებისთვის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა, რამეთუ მათ ფინანსურ სახსრებთან ხელი რთულად მიუწვდებათ. ეს ვიცით, ამას ვიმეორებთ, თუმცა კანონმდებლობით ეს მდგომარეობა არ იცვლება, არ არის მიღებული ის ზომები, რომ მათ უფრო გაეხსნათ საშუალებები, თუნდაც კრედიტთან ხელმისაწვდომობის კუთხით. ეს მათ მისცემთ შესაძლებლობას, რომ დინამიკური წამოწყების უნარები, რაც მათ გააჩნიათ, გამოიყენონ და გამოიყენონ ამ ქვეყნის სასიკეთოდ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო