ვოლოდიმირ ზელენსკი - მოლდოვა, ბალტიის ქვეყნები და ყაზახეთი შესაძლო რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით საფრთხეში არიან

მოლდოვა, ბალტიის ქვეყნები და ყაზახეთი შესაძლო რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით საფრთხეში არიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხ Rai-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მოლდოვის წინააღმდეგ შესაძლო რუსულ აგრესიაზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მათ უკვე ჰქონდათ ეს გეგმა“.

„მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენი დაზვერვის მხრიდან გადავეცით რუსული გეგმა მოლდოვას და ამდაგვარ, სხვა პარტნიორებსაც გავუზიარეთ. მოლდოვა მომზადებული იყო რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების ქმედებებისთვის. მათ მოლდოვაში ძალაუფლების დაპყრობა ძალიან სწრაფად სურდათ. მადლობა ღმერთს, მადლობელი ვარ ჩვენი დაზვერვის, მათ კარგად იმუშავეს.

რაც შეეხება მოლდოვაზე სამხედრო თავდასხმას, ვთვლი, რომ ეს რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი მიზანი შეიძლება იყოს. ვფიქრობ, რომ საფრთხეში არიან მოლდოვა, ბალტიის ქვეყნები, ასევე ყაზახეთი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!