რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი მზად არის რუსეთის მონაწილეობით სამშვიდობო სამიტს უმასპინძლოს

თურქეთი მზად არის რუსეთის მონაწილეობით სამშვიდობო სამიტს უმასპინძლოს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

„სულ დასაწყისიდან წვლილი შეგვაქვს მოლაპარაკებების საფუძველზე ომის დასრულებაში. მზად ვართ ვუმასპინძლოთ სამშვიდობო სამიტს, რომელში ჩართული რუსეთიც იქნება“, - განაცხადა ერდოღანმა.

ამავდროულად, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მხარს ვუჭერთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - უკრაინის - ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“.

„სამწუხაროდ, ომი მზარდ ნეგატიურ გავლენას ახდენს რეგიონალური და გლობალური კუთხით და პირველ რიგში, უკრაინაზე. არ გადადგმულა დიპლომატიური ნაბიჯები მოლაპარაკებების მაგიდის გამოყენებაზე, რომელიც 2022 წლის მარტში სტამბოლში შევქმენით მშვიდობის დასამყარებლად… მომავალში ჩვენ, ერთი მხრივ, სოლიდარულები ვიქნებით უკრაინასთან, მეორე მხრივ - გავაგრძელებთ მოლაპარაკებების საფუძველზე სამართლიანი მშვიდობით ომის დასრულებაზე ჩვენს მუშაობას“, - განაცხადა ერდოღანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება