პარლამენტის აპარატი - მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პარლამენტის კვების მომსახურებაში2,8 მილიონი ლარია დახარჯული, სრული დეზინფორმაცია და მანიპულაციაა

საქართველოს პარლამენტის განცხადებით, სრული დეზინფორმაციაა სატელევიზიო ეთერში გასული სიუჟეტი, რომლის მიხედვით, პარლამენტის მიერ კვების მომსახურებაში დახარჯულია 2,8 მილიონი ლარი და ამ მხრივ ყველაზე მხარჯველი უწყებაა.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის აპარატის განცხადებას ავრცელებს.

„2024 წლის 8 მარტს „ტვ პირველის" ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის მიერ კვების მომსახურებაში დახარჯულია 2,8 მილიონი ლარი და ამ მხრივ ყველაზე მხარჯველ უწყებად გამოცხადდა. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სრული დეზინფორმაცია და მანიპულაცია.

სიუჟეტში მოცემული რიცხვი აღებულია პარლამენტის ბიუჯეტის მუხლიდან „წარმომადგენლობითი ხარჯები“ და ინტერპრეტირებულია, თითქოს ბიუჯეტის ეს პუნქტი მხოლოდ კვების მომსახურებას ეხება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

პარლამენტის ბიუჯეტის ამ მუხლიდან ფინანსდება ორი მიმართულება: 1. სამაჟორიტარო ბიუროების საქმიანობა და 2. სხვა წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლებიც ეხება პარლამენტში გამართულ ღონისძიებებს და უცხო ქვეყნების დელეგაციებთან და წარმომადგენლებთან პროტოკოლურ შეხვედრებს.

სიუჟეტში არ არის მოცემული დეტალური ინფორმაცია ბიუჯეტის ამ მუხლიდან (წარმომადგენლობითი ხარჯები) გაწეული ხარჯის მიზნობრიობასთან დაკავშირებით, რის გამოც სახეზეა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

რეალობა კი ასე გამოიყურება:

პარლამენტის ბიუჯეტის მუხლიდან „წარმომადგენლობითი ხარჯები", სიუჟეტში მოცემულ პერიოდში, ხარჯმა შეადგინა 2 814 570 ლარი, საიდანაც

- სამაჟორიტარო ბიუროების ხარჯმა შეადგინა 2 495 100 ლარი (საერთო ხარჯის 87%)

- სხვა წარმომადგენლობითმა ხარჯმა (პარლამენტის სასახლეში ჩატარებული ღონისძიებები და უცხო ქვეყნების დელეგაციებთან პროტოკოლური შეხვედრები), რომელთა რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში იყო 154, შეადგინა 319 470 ლარი (საერთო ხარჯის 13%).

საქართველოს პარლამენტი არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე უწყება. ამიტომ, სამწუხაროა, რომ ნაცვლად მონაცემების სათანადო კვლევისა და მაყურებლის სწორი ინფორმირებისა, აღნიშნული სიუჟეტით მოხდა მაყურებლისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, მომავალში გაავრცელონ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია”,- ნათქვამია განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია