ვასო ურუშაძე - ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციისთვის კახი კალაძემ კომპანია ტენდერის გარეშე შეარჩია და ხელშეკრულება პირდაპირ მოლაპარაკების გზით გაუფორმა - ეს ყველაფერი არის გაფლანგული მილიონები

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია, ფაქტობრივად, ათი წელია მიმდინარეობს. კახი კალაძემ ყველანაირი ტენდერის გარეშე გაუფორმა ხელშეკრულება კომპანიას, რომელსაც ვადების გადავადება სჭირდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი არის გაფლანგული მილიონები და დაკარგული დრო თბილისელებისთვის.

„დღეს კვლავ გვიწევს საუბარი ვარკეთილის მეტროს სადგურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, რომელიც ფაქტობრივად, ათი წელია მიმდინარეობს. არაერთი კომპანია იქნა შერჩეული და აღსანიშნავია ისიც, რომ კახი კალაძემ აღნიშნული კომპანია, რომელსაც ახლა, ვადების გადავადება სჭირდება, კონკურსის, ტენდერის გარეშე შეარჩია, პირდაპირ მოლაპარაკების გზით გაუფორმა ხელშეკრულება. სამწუხაროდ, ამ ყველაფერში იხარჯება თბილისელების, საქართველოს მოქალაქეების ფული, ეს არის ასობით მილიონი ლარი, ეს არის გაფლანგული მილიონები და დაკარგული დრო“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება