თათია ნიკოლაშვილი - გურიაში, რომელსაც უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს, ყოველი მეორე ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს - მხოლოდ ოზურგეთში  სკოლის 8407 მოსწავლიდან, ყოველი მეორის ოჯახი სოციალურ დახმარებას ითხოვს

გურიაში, რომელსაც უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს, ყოველი მეორე ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მხოლოდ ოზურგეთში 8407 სკოლის მოსწავლიდან ყოველი მეორის ოჯახი ითხოვს სოციალურ დახმარებას. ივანიშვილის ხელისუფლებამ ხალხს მოუტანა სიღარიბე და ეს ყველაფერი 2024 წელს ერთად უნდა დავამარცხოთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა.

როგორც ნიკოლაშვილი აღნიშნავს, ერთადერთი გამოსავალი 2024 წლის არჩევნებით ხელისუფლების შეცვლაა.

„გურიაში, რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი ეკონომიკურად და ტურისტულად, ყოველი მეორე ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მხოლოდ ოზურგეთში 8407 სკოლის მოსწავლიდან ყოველი მეორის ოჯახი ითხოვს სოციალურ დახმარებას, რადგან ელემენტარულად ვერ კვებავენ საკუთარ შვილებს. მაშინ, როდესაც ჩვენ ოზურგეთის მერს მივმართეთ, ივანიშვილის პირად მოურავს, რომ ამ ბავშვებს ჰქონოდათ უფასო კვება სკოლებში, პასუხის ღირსადაც კი არ ჩათვალა მან, რადგან ივანიშვილის ხელისუფლებას არ აინტერესებს საქართველოს მოქალაქეები. დიასახლისებს ეშინიათ პროდუქტის საყიდლად მაღაზიაში შესვლა, რადგან იმ დღეს შეიძლება უფრო გაძვირებული ფასები დახვდეს და ოჯახში პროდუქტი ვერ მიიტანონ. თუ დააკვირდებით ადამიანებს, დამძიმებულები, ჩაფიქრებულები დადიან, რომ ეშინიათ ყოველდღიურად საკვების სახლში ვერ მიტანის, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის, რომ 2024 წელი, რომელიც არის უდიდესი შესაძლებლობა ერთად დავამარცხოთ გაჭირვება და ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებს ქართველი ხალხი. ეს შესაძლებლობა გურულებისთვის იქნება მეტი ეკონომიკური დოვლათის მომტანი. ჩვენ გვინდა გვქონდეს ძლიერი, ბედნიერი ქართული ოჯახები”, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება