ირაკლი ღარიბაშვილი - საქმე გვაქვს უბედურებასთან - ადამიანს, რომელსაც ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ პრეზიდენტი გახდებოდა, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა მოკიდა ხელი და დასვა პრეზიდენტად, ახლა ვხედავთ როგორაა ჩართული დესტრუქციული ძალის ფერხულში

საქმე გვაქვს ძალიან დიდ უბედურებასთან - ადამიანს, რომელსაც ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ პრეზიდენტი გახდებოდა, „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა მოკიდა ხელი და დასვა პრეზიდენტად, რამდენიმე წელიწადში ვხედავთ, როგორაა ჩართული დესტრუქციული ძალის ფერხულში,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან მალე, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება, „მის მოღვაწეობაზე ქართველი ხალხი შესაბამის დასკვნას გააკეთებს“.

„ყოველ კვირა ვისაუბრო კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტზე, ადამიანზე, არასწორია. სამწუხაროდ, საუბედუროდ, საქმე გვაქვს ძალიან დიდ უბედურებასთან - ადამიანს, რომელსაც წარმოდგენა და ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ პრეზიდენტი გახდებოდა და რომლის რეიტინგიც დაახლოებით 1% იყო, „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა მოკიდა ხელი და დასვა პრეზიდენტად. რამდენიმე წელიწადში ვხედავთ, როგორაა ჩართული სალომე ზურაბიშვილი დესტრუქციული, მტრული, ანტიქართული, ანტიეროვნული ძალის პოლიტიკაში, ფერხულში, მათთან კოორდინაციაში. სამწუხაროა, მაგრამ ქართველი ხალხი ძალიან მალე გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილებას. ძალიან მალე დაუმთავრდება სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა და ქართველი ხალხი შესაბამის დასკვნას გააკეთებს მის მოღვაწეობაზე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის