ირაკლი ღარიბაშვილი  - ძალიან ბევრი კრიმინალი, სამწუხაროდ, თავისუფლად გადაადგილდება ევროპის ქვეყნებში - იმედი მინდა გამოვთქვა, რომ შესაბამისი სამსახურები რეაგირებას გააკეთებენ

ძალიან ბევრი კრიმინალი, სამწუხაროდ, თავისუფლად გადაადგილდება ევროპის ქვეყნებში და სხვაგან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის გერმანიაში ყოფნის შესახებ.

ევროპაში თავისუფლად გადაადგილების კონტექსტში ღარიბაშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილიც ახსენა.

„ძალიან ბევრი კრიმინალი, სამწუხაროდ, თავისუფლად გადაადგილდება ევროპის ქვეყნებში და სხვაგან. სამწუხაროა, მაგალითად, იგივე ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი კეზერაშვილი, რომელიც მხილებული ძალიან დიდი, საუკუნის ძარცვის სქემაში, არ არის, არათუ დაკავებული, არამედ ის თავისუფლად გადაადგილდება მთელ ევროპაში, ეს ხომ არანორმალურია. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ალბათ, ევროპის შესაბამისი სამსახურები, შესაბამის დროს გააკეთებენ რეაგირებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის საელჩომ განაცხადა, რომ ადეიშვილი ბუნდესტაგში იმყოფებოდა, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი და გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა აეკრძალათ.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ კი განაცხადა, რომ გერტ იან კოპმანი, გასულ სამშაბათს, უკრაინის გენერალურ პროკურორს შეხვდა, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა. მათივე განცხადებით, ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს